გარდლოქსი მანუსილვერის სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
გარდლოქსი მანუსილვერის სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1

გარდლოქსი მანუსილვერის სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1

პოლონეთი

ეს-ლაბი
პროდუქტის შესახებ
გარდლოქსი მანუსილვერის სპრეი არის ერთადერთი პროდუქტი ბაზარზე, რომელიც შეიცავს სერტიფიცირებული მანუკას თაფლს MGO400+ და ნანო კოლოიდური ვერცხლის უნიკალურ კომბინაციას. ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, დამატენიანებელი, რეგენერაციული, დამცავი და სუნთქვის გასაადვილებელი მოქმედება.ემადგენლობა: ნანოკოლოიდური ვერცხლი, მანუკას თაფლი MGO 400+, ისლანდიური ლიქენი, ნატრიუმის ჰიალურონატი, პანთენოლი, გლიცერინი, პოლიპროპილენგლიკოლი, მიხაკის ზეთი, პიტნის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, ბეგქონდარას ზეთი, შავი მოცხარის არომატი, სუკრალოზა, პოლისორბატი 20, პოლიჰექსანიდი, წყალი.

ნანოკოლოიდური ვერცხლი: ავლენს ანტიბაქტერიულ (მაგ. S. Pyogenes, S. Aureus, P. Aeruginosa, K. Pneumoniae), ანტივირუსულ (მაგ. H1N1 გრიპის A ვირუსი, H. Simplex virus) და სოკოს საწინააღმდეგო (C. Albicans) თვისებებს.
მანუკას თაფლი MGO400+
ავლენს ანტიბაქტერიულ (მაგ. S. Aureus, P. Aeruginosa), ანტივირუსულ (H1N1 გრიპის ვირუსი) მოქმედებას, სოკოს საწინააღმდეგო (მაგ. C. Albicans) და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
ისლანდიური ლიქენი
იცავს ლორწოვან გარსს მავნე ფაქტორებისგან, ფარავს და ატენიანებს პირისა და ყელის ლორწოვან გარსებს
პანთენოლი
ხელს უწყობს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ბუნებრივი ტენიანობის აღდგენას და ხსნის შეშუპებას.
ჰიალურონის მჟავა
ქმნის დამცავ ფენას ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, რომლის წყალობით აღადგენს მის სათანად ტენიანობას, იცავს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანს, ამცირებს გაღიზიანებას და ხმის ჩახლეჩვას.
ბუნებრივი ეთერზეთები: მიხაკის, პიტნის, ევკალიპტის და თივის ზეთი-აადვილებს სუნთქვას.

ჩვენება: ყელის ტკივილი; ხველა; ფარინგიტი; ტონზილიტი. მანუსილვერის სპრეი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება ტონზილიტის, ფარინგიტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციებით.

გამოყენების წესი: ბავშვები 2 წლიდან: მაქსიმუმ 2 შესხურება ერთჯერადად, 4-ჯერ დღეში.
მოზრდილები: მაქსიმუმ 3-4 შესხურება ერთჯერადად, 4-ჯერ დღეში.

სპრეის 30მლ-იანი ფლაკონი მოიცავს 230 აპლიკაციას-შესხურებას.

დამატებითი ინფორმაცია: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

მწარმოებელი კომპანია: ეს-ლაბ (S-Lab), პოლონეთი.

შენახვის წესი: ინახება გრილ (არაუმეტეს 25C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეს-ლაბი
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ვერცხლის კოლოიდური ხსნარი+მანუკას ხის თაფლი+ისლანდიური ლიქენი+ჰიალურონატ ნატრიუმი+პანთენოლი+გლიცერინი
ფორმა
სპრეი ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი