აისტილ პლიუსი წვეთები თვალის 10მლ #1

აისტილ პლიუსი წვეთები თვალის 10მლ #1

იტალია

სიფი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ჰილურონის მჟავა 400მგ; მოცვის ექსტრაქტი, გინკო ბილობა, ცენტელა აზიატიკა.
ჰიალურონის მჟავა არის მუკოპოლისაქარიდი, რომელსაც ადამიანის სხეულის ბევრი ქსოვილი შეიცავს. მას აქვს თვალის ზედაპირზე ადჰეზიის უნარი-იცავს, ატენიანებს და პოხავს მას. გამომდენარე მისი მუკოადჰეზიური თვისებებიდან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება თვალის ზედაპირზე და განაპირობებს ცრემლის აპკის სტაბილიზაციას.
გინკო ბილობა-ძლიერი ანტიოქსიდანტი ანთების საწინააღმდეგო და ნეიროპროტექტორული მოქმედებით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს ანთებით რეაქციას, ეფექტურად ხსნის ალერგიული კონიუნკტივიტებისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
მოცვის ესტრაქტი-ძლიერი ანტიოქსიდანტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
ცენტელა აზიატიკა -ასტიმულირებს რეგენერაციულ და შეხორცებით პროცესებს.
ჰიალისტილ პლიუსის კომპონენტების სინერგისტული მოქმედება უზრუნველყოფს საცრემლე აპკის ეფექტურ აღდენას, თვალის ქსოვილების ძლიერ ანტიოქსიდატურ დაცვას. მისი ძლიერი დამატენანებელი ეფექტი უზრუნველყოფს ეფექტურ დატენიანებას მშრალი თვალის მძიმე ფორმების დროსაც.

ჩვენება: ალერგიული კონიუნკტივიტები; მშრალი თვალის სინდრომის ყველა ფორმა მექანიკური სტრესი (ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო პროცედურები, ქირურგიული ჩარევა, ტრავმა); გარემო პირობებით გამოწვეული სტრესი (კონდიცირებული ჰაერი, მშრალი ცხელი ჰაერი, სიცივე, ქარი, მტვერი, გამონაბოლქვი. ქლორიანი წყალი); მხედველობითი სტრესი (ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან); კონსერვანტების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ირიტაცია.
ლინზების გამოყენებით გამოწვეული დისკოფორტი და სიმშრალე.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტის მიმართ.

სტანდარტული დოზირება: ერთი წვეთი 2-ჯერ დღეში.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა: ვარგისია გახსნიდან 6 თვე.

შესაძლებელია გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 10მლ.

შენახვის წესი: არ ინახება 30C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სიფი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მოცვის ექსტრაქტი+გინკგო ბილობა+ჰიალურონის მჟ+ცენტელა აზიატიკა
ფორმა
წვეთები თვალის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი