პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - celecoxib
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ცელეკოქსიბი - 100 ან 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი, გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი.
მელანი შეიცავს: ცისფერი (SB -6018), შელაქი, დეჰიდრირებული სპირტი, იზოპროპილის სპირტი, ბუთილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ამიაკის ძლიერი ხსნარი, FD C Blue#2 Aluminium Lake(E132) - კაფსულები 100 მგ და ყვითელი (SB -3002), შელაქი, დეჰიდრირებული სპირტი, იზოპროპილის სპირტი, ბუთილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ამიაკის ძლიერი ხსნარი, რკინის ყვითელი ოქსიდი(E 172) - 200 მგ კაფსულები.
ჩვენებები
- ანთებისა და ტკივილის სიმპტომური მკურნალობა ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის დროს;
- მწვავე ტკივილის მკურნალობა (ტკივილი ზურგში, ძვალ-კუნთოვანი, პოსტოპერაციული და ინტენსივობით მსგავსი სხვა ტკივილი).;
- პირველადი დისმენორეის მკურნალობა;
- ადენომატოზური კოლორექტალური პოლიპების ნეიტრალიზაცია და შემცირება, რამაც შეიძლება ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის მქონე პაციენტებში გამოიწვიონ კოლორექტალური კიბოს განვითარება (გამოიყენება მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდების დამატების სახით).
მიღების წესები და დოზები
პერორალურად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა: რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ დღეღამეში 1 ან 2-ჯერადი მიღებისას. აღნიშნულია 400 მგ-მდე დოზის დღეში 2-ჯერ მიღების უვნებლობა.
რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა: რეკომენდებული დოზაა 100 ან 200 მგ 2-ჯერ დღეში. აღნიშნულია 400 მგ დღეში 2-ჯერ მიღების უვნებლობა.
ტკივილის სინდრომის და პირველადი დისმენორეის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 400 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში მომდევნო, დამატებითი დოზის 200 მგ მიღებით პირველ დღეს. მომდევნო დღეებში რეკომენდებული დოზაა 200 მგ 2-ჯერ დღეში აუცილებლობის მიხედვით.
ხანდაზმული პაციენტები: ჩვეულებრივ, დოზის კორექცია საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულმა პაციენტებმა 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი რეკომენდებული დოზით.
ღვიძლის ფუნქციის მოშლა: ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, საშუალო ხარისხის უკმარისობით დაავადებულების მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი რეკომენდებული დოზით.
თირკმლის ფუნქციის მოშლა: მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს დოზის კორექცის საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს (CYP2C9 ინჰიბიტორს), ცელებრექსი ენიშნებათ მინიმალური რეკომენდებული დოზით.
გვერდითი მოვლენები
ხშირი: ( > 1% და < 10%)
ზოგადი: ალერგიული დაავადებების გამწვავება, გრიპისებრი სინდრომი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპება;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: აბდომინალური ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, კბილების დაავადებები (პოსტექსტრაქციული ალვეოლიტი)
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, კუნთების ტონუსის მომატება, უძილობა.
თირკმლებისა და საშარდე სისტემის მხრივ: საშარდე გზების ინფექციები
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, ხველა, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები.
კანის საფარველების მხრივ: კანის ქავილი, გამონაყარი
ნაკლებად ხშირი ( > 0.1% და < 1%);
სისხლის მხრივ: ანემია, ეკქიმოზები, თრომბოციტოპენია
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის დამძიმება, არტერიული წნევის მომატება, არითმია, ალები, გაძლიერებული გულისცემა, ტაქიკარდია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება
ფსიქიური სტატუსი: მოუსვენრობა, ძილიანობა
კანის საფარის მხრივ: ალოპეცია, ჭინჭრის ციება
იშვიათად: ( > 0.01% და < 0.1%);EBEBI
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის შეგუბებითი უკმარისობის გამოვლინება, იშემიური ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
115886
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.