ვამელანი კაფსულა #30

ვამელანი კაფსულა #30

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
პროდუქტის შესახებ
ემადგენლობა: კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita)-25მგ; ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis) -25მგ; ვალერიანის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis)-125მგ; დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი რაფინირებული, პალმის ზეთი რაფინირებული, ფუტკრის ცვილი ყვითელი, სოიოს ზეთი რაფინირებული, მალტოდექსტრინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, რკინის შავი ოქსიდი, ქინოლინის ყვითელი.

ჩვენებები: ვამელანი ინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის მსუბუქი ფორმის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (შფოთვის და დაძაბულობის მდგომარეობის, ძილის დარღვევის ჩათვლით). ამ კომბინაციის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ ტრადიციული მრავალწლიანი გამოყენების გამოცდილებას.

გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ინიშნება 2 კაფსულა 2-ჯერ დღე-ღამეში. უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1 კაფსულას ძილის წინ ნახევარი-ერთი საათით ადრე. კაფსულები მიიღება საკვების მიღების მიუხედავად, წყლის მცირე რაოდენობის მიყოლებით. ეფექტი ვამელანის მიღებისაგან ვითარდება თანდათან. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება არანაკლებ 14 დღის განმავლობაში. ვამელანის მიღების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას არ ვითარდება მოხსნის სინდრომი. თუ სიმპტომები ნარჩუნდება სამკურნალო საშუალების მიღების ფონზე 14 დღის განმავლობაში ან უარესდება მდგომარეობა, საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა. გამოყენება ბავშვებში: ვამელანის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: გულისრევა, სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცლის ღრუში. შესაძლებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გულძმარვა) სიმპტომების გაძლიერება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: პაციენტებმა გასტროეზოფაგური რეფლუქსით თავი უნდა აარიდონ პიტნის შემცველი პრეპრატების მიღებას, გულძმარვის შესაძლო გაძლიერების გამო. ვამელანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ნაღველ-კენჭოვანი დაავადებით და ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების სხვა დაავადებებით.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე: ვამელანის მიღებამ შესაძლებელია გააუარესოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის დადგენილი. საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული ვამელანის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გამოყენება პედიატრიაში: ვამელანის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

შენახვის წესი: ინახება სინათლისა და ნესტისგან დაცულ Dდა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წამლის ფორმა: კაფსულები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
კატაბალახა+პიტნა+ბარამბო
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი