ვიტაცინკი სიროფი 200მლ ფლაკონი #1
დროებით არ არის გაყიდვაში

ვიტაცინკი სიროფი 200მლ ფლაკონი #1

ინდოეთი

ულტრა ლაბორატორია
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 15 მლ სიროფის შემცველობა: ცილის ჰიდროლიზატი 20% 1.0 გ, ვიტამინი B2 0.5 მგ, ვიტამინი B6 0.5 მგ, ვიტამინი D3 200.0 სე, D-პანთენოლი USP 0.5 მგ, ნიკოტინამიდი 10.0 მგ, L-ლიზინის მონოჰიდროქლორიდი USP 15.0 მგ, მანგანუმის ქლორიდი 0.1 მგ, რკინის ქოლინის ციტრატი 20.0 მგ, კალციუმის გლუკონატი 20.0 მგ, თუთიის სულფატი 16.5 მგ, მაგნიუმის ქლორიდი 2.5 მგ, დამხმარე ნივთიერებები: შაქარი (ფარმაცევტული ხარისხის), სორბიტოლი 70%, ნატრიუმის ბენზოატი, ბრონოპოლი, შერეული ხილი, ნატრიუმის ედეტატი, კარამელის საღებავი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მულტივიტამინები და მინერალები; მიკროელემენტები

ჩვენებები: დამატებითი თერაპიის სახით: ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის დროს, მაგ., ორგანული დაავადების არსებობისას, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნე და შეძენილი იმუნურიდეფიციტის სინდრომი. ვიტამინების და მინერალების შეწოვის დარღვევის დროს, მაგ., მალაბსორბციის სინდრომი, ნაწლავების ანთებითი დაავადებები და ფისტულები, მოკლე ნაწლავის სინდრომი და კრონის დაავადება, ასევე მედიკამენტების კონკურენტული მიღება, რაც ამცირებს ვიტამინების და მინერალების შეწოვას. დაავადების შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში, მაგ., ანორექსიის ან კახექსიის დროს, ასევე ქიმიო- ან რადიოთერაპიის შემდეგ. გამოჯანმრთელების პერიოდი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მაგ., საკვები ნივთიერებების ნაკლებობის დროს. სპეციალურ ან შეზღუდულ დიეტაზე მყოფი პაციენტები, მაგ., დიეტა თირკმლის დაავადებების დროს, წონის შესამცირებლად სპეციალურ დიეტაზე მყოფი პაციენტები. კვებითი აუტანლობა, რაც არ უკავშირდება დიეტას. დიეტოთერაპია ფენილკეტონურიის, გალაქტოზემიის დროს და კეტოგენური დიეტები.

დოზირება და მიღების წესი: ვიტაცინკი მიიღება 2-ჯერ დღეში. დოზირება ასევე განისაზღვრება ექიმის მიერ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ. მომატებული მგრძნობელობა B6 ვიტამინის შემცველი პრეპარატის მიმართ. ჰიპერკალცემიის დროს და D ვიტამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში. ღვიძლის დაავადების და აქტიური წყლულოვანი დაავადების დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს კარგად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ულტრა ლაბორატორია
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ვიტამინები+მინერალები
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა