ამევიტი ქიდსის მარმელადი გამოიყენება უმადობის, არარეგულარული , არასრულფასოვანი კვების, ფიზიკური და გონებრივი გადაღლის დროს.
A ვიტამინი - 1050 სე, C ვიტამინი – 10 მგ, D ვიტამინი - 200 სე, E ვიტამინი – 8.25 სე, ვიტამინი B6 – 1 მგ, ფოლიუმის მჟავა – 130 მკგ, ვიტამინი B12 – 3 მკგ, ბიოტინი – 30 მკგ, პანთოტენის მჟავა (d-ცალციუმის პანტოთენატი) – 2,6 მგ, ქოლინი - 20 მკგ, ინოზიტოლი - 20 მკგ, იოდი - 21 მკგ, თუთია - 1.35 მგ
A ვიტამინი- უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია ორგანიზმის ზრდა - განვითარებისა და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის
C ვიტამინი- ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ჟანგვა -აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, მონაწილეობს ცილა - კოლაგენის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ძვლების, ხრტილების და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
D ვიტამინი- აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის , არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. D ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
E ვიტამინი- ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმის სხვა პროცესებში, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.
B ჯგუფის ვიტამინები- ხელს უწყობენ ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდიან ენერგიას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
თუთია- მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაზე. მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ენდოკრინული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია აუმჯობესებს მხედველობას, ზრდის ინფორმაციის ათვისების უნარს.
იოდი- არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, უზრუნველყობს ბავშვის ზრდას, ფიზიკურ, გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებას. არეგულირებს თავის ტვინის, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას