ვიტამინი B6 ხელს უწყობს ნერვული სისტემის, იმუნიტეტის და ენერგიის სწორ ფუნქციონირებას.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება:
ჰიპო- და ავიტამინოზისას B6.
ორსულების ტოქსიკოზების, ათეროსკლეროზის, ანემიების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება) დროს.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ექსუდატიური დიათეზების დროს.
ასევე ინიშნება ზღვისა და ჰაერის დაავადებების, მენიერის დაავადების დროს.
გარდა ამისა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი არიდებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტებს) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი შეიყვანება ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად და კანქვეშ, განსაკუთრებით, თუ ნაწლავში შეწოვის დარღვევის გამო პრეპარატის შინაგანად მიღება შეუძლებელია.
B6-ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის: დღის დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.002-0.005 გ, ბავშვებისათვის – 0.002 გ დღეში.
ზოგადი სამკურნალო დოზა: დღე-ღამის სამკურნალო დოზა უფროსებისათვის, რომელიც ინიშნება 1-2 მიღებად, შეადგენს 0.05-0.1 გ, ბავშვებისათვის – 0.02გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს და 14 დღეს, შესაბამისად.
პარკინსონიზმისას: ი/კ შეიყვანება 2 მლ 5% ხსნარი დღეში (კურსი – 20-25 დღე, 2-3 თვეში განმეორებითი კურსი). სხვა სქემის მიხედვით 5% ხსნარი შეიყვანება ი/კ საწყისი დღის დოზით 50-100 მგ, ხოლო შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით და დაიყვანება 300-400 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთჯერადად). ამ დროს თერაპია 12-15-დღიანი კურსებით ხორციელდება.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების სამკურნალოდ: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება კუნთში 200 მგ დღე-ღამეში.
სიდერობლასტური ანემიის თერაპიისას: პრეპარატი შეიყვანება ი/კ 100 მგ (0.1 გ) ორჯერ კვირაში (ამ დროს რეკომენდებულია ფოლის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინის B12 გამოყენება).
ნევრიტებისა და სხვა გართულებების ასარიდებლად ფტივაზიდითა და იზონიკოტინმჟავას ჰიდრაზიდის სხვა წარმოებულებით: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ინიშნება 0.005-0.01 გ დღეში.
შესაძლებელია კან-ალერგიული რეაქციები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რეცეპტით.
1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფებში.