როტავიტ კარდიოს გამოყენება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ და კომპლექსური მკურნალობისათვის, ასევე მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისა და ხანგრძლივად და/ან მძიმედ მიმდენარე სხვადასხვა დაავადებების გამოჯანმრთელების გამოჯანმრთელების ფაზაში, მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდშიც.
გამოყენების წესი და დოზირება როტავიტ კარდიოს ფხვნილი იხსნება 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს მოზარდებს ენიშნებათ 1 პაკეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-40 დღე, შესაძლებელია კურსის განმეორება 1-3 თვეში.
გვერდითი მოვლენები - იშვიათად ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ. - ცალკეულ შემთხვევებში მსუბუქი დისპეპსიური მოვლენები (ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა)
განსაკუთრებული მითითებები არ არის რეკომენდებული როტავიტ კარდიოს მიღება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ კი დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის შესაძლო რისკს.
გამოყენება პედიატრიაში არ არის შესწავლილი პრეპარატის გამოყენების გამოცდილება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება როტავიტ კარდიოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება შეწავლილი არ არის.
ჭარბი დოზა პრეპარატ როტავიტ კარდიოს მიღებისას რეკომედებული დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.