რამნო დ3 ქიდსი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1
რამნო დ3 ქიდსი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1

რამნო დ3 ქიდსი წვეთები ორალური 20მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ნატურალ ფარმა
პროდუქტის შესახებ
RAMNO D3 KIDS
რამნო D3 ქიდსი
შემადგენლობა: ვიტამინი D3. Lactobacillus rhamnosus SP1, ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი.

ჩვენებები: ახალშობილისა და ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის კარგად შენჯღრევა. რეკომენდებული დღიური დოზა ახალშობილებში, მცირეწლოვან და უფროსი ასაკის ბავშვებში: 6 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად. მიიღება დამოუკიდებლად, ხილის წვენთან ან რძესთან ერთად. რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში. ზაფხულში გამოიყენება 14 დღის განმავლობაში და შემდგომ კეთდება 14 დღიანი პაუზა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის მიღება ხდება 3 საათიანი ინტერვალით. თუ ბავშვს ეძლევა სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს, რამნო D3 ქიდსის გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებულ დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გამოყენების შემდგომ უნდა მოხდეს ბოთლის კარგად დახურვა. არ უნდა მოხდეს პროდუქტის წყალთან კონტაქტი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 20მლ წვეთები შიგნით მისაღებად. ყავისფერი მინის ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება 5-25C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: ნატურალ ფარმა კოზეტიკ, პაზარლამა აი სი დის ტიკარედ ლტდ. სტი (NATURAL PHARMA KOZETIK,PAZARLAMA IC DIS TICARED LTD.STI), თურქეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნატურალ ფარმა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები+ვიტ დ-3
ფორმა
წვეთები ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი