ოსტეომაქსი ტაბლეტი საღეჭი #30

ოსტეომაქსი ტაბლეტი საღეჭი #30

ლიეტუვა

აკონიტუმი
პროდუქტის შესახებ
ოსტეომაქსი
საღეჭი კალციუმის ტაბლეტები კოლაგენით.
იდეალურია მათთვის ვისაც არ უყვარს ან არ შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა.

ლიმონის გემო.
რა არის ოსტეომაქსის კომპონენტების სასარგებლო თვისებები?
თუთია ხელს უწყობს:
- იმუნური სისტემის ნორმალურ აქტივობის და
- კანის, ფრჩხილებისა და თმების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
D3 ვიტამინი და კალციუმის ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
K ვიტამინ და კალციუმი ხელს უწყობს სისხლის ნორმალური კოაგულაციის შენარჩუნებას.
სპილენძი ხელს უწყობს:
- ნერვული სისტემის აქტივობისა
- ენერგიის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას
- უჯრედების დაცვას
NRV* საკვები ნივთიერებების რეფერენს მაჩვენებლები

დოზირება: 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. შეინახეთ არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია.
კალციუმი არის საშენი მასალა ადამიანის ძვლებისა და კბილებისათვის. ორგანიზმის კალციუმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. ადამიანის ორგანიზმი კალციუმს არ გამოიმუშავებს, მისი მოპოვება მხოლოდ საკვებიდან არის შესაძლებელი. კალციუმზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება აქვთ მოზარდებს (ძვლების სწრაფი ზრდის გამო), 50 წელს გადაცილებულ ქალებს და >70 წლის კაცებს. თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს კალციუმს საკვებიდან, ის იწყებს მის “სესხებას” ძვლებიდან.
D3 ვიტამინი მნიშვნელოვანია კალციუმის ნორმალური შეწოვისა და სისხლში მისი დონის შენარჩუნებისათვის.
K ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის მოლეკულებს ზუსტად მოხვდეს ძვლის ქსოვილში.
D3 ვიტამინი K ვიტამინთან ხელს უწყობს ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
თუთია მონაწილეობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. ძვლის ქსოვილში შესვლისას თუთია სხვა მინერალებს (მაგ. მაგნიუმი და ფოსფორი) იზიდავს. მაშასადამე, ის ასევე მნიშვნელოვანი ძვლების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
რა არის კოლაგენი?
კოლაგენი არის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც კანის 70%-ს, სახსრების ხრტილის 53%-ს, ძვლების 27%-ს, ღრძილების 60% და სისხლძარღვების უმეტეს ნაწილს შეადგენს. მკვლევარები აცხადებენ, რომ 25 წლის ასაკიდან, კოლაგენის დონე ორგანიზმში იწყებს შემცირებას, აქედან გამომდინარე, ხელსაყრელია მისი დამატებით გამოყენება.

რატომ არის სპილენძი მნიშვნელოვანი?
სპილენძი ხელს უწყობს ნორმალური შემაერთებელი ქსოვილის შენარჩუნებას. შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი ტიპი არის ხრტილოვანი სახსრის ქსოვილი, რომელიც მნიშვნელოვანი სახსრების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
რატომ კალციუმის კარბონატი?
სამეცნიერო კვლევები ცხადყოფენ, რომ კალციუმის სხვადასხვა მარილების (კარბონატი, ციტრატი, ლაქტატი, გლუკონატი) შეწოვა ორგანიზმში თითქმის იდენტურია. მიუხედავად ამისა, კალციუმის კარბონატის მარილებს აქვთ სუფთა კალციუმის ყველაზე მაღალი დონე, ამიტომ ნაკლები ტაბლეტის მოხმარებაა საჭირო. გარდა ამისა, კალციუმის მარილების შეწოვა მნიშვნელოვნად იზრდება მისი საკვებთან ერთად მოხმარებისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აკონიტუმი
ქვეყანა
ლიეტუვა
ჯენერიკი
კალციუმი+ვიტ D-3+ვიტ კ-2+თუთია
ფორმა
ტაბლეტი საღეჭი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი