ალმიბა გამოიყენება, როგორც დიეტური დანამატი, კვების რაციონში, დამხმარე საშუალება დღენაკლული ბავშვებისათვის; ჰიპოტროფია და ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში; მადის გაუარესება და სხეულის მასის დეფიციტი; ჰემოდიალიზი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლა, დემენცია, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია, ასთენია;
1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: კარნიტინი 400 მგ; დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, არომატიზატორი „წითელი ხილი“.
როგორც დიეტური დანამატი, კვების რაციონში, დამხმარე საშუალება დღენაკლული ბავშვებისათვის; ჰიპოტროფია და ჰიპოტონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი ახალშობილებში; მადის გაუარესება და სხეულის მასის დეფიციტი; ჰემოდიალიზი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლა, დემენცია, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია, ასთენია; გონებრივი, ფსიქოლოგიური და ემოციური ფონის მომატება; კარდოიმიოპათიები, ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადებებისას განვითარებული მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა; ოპერაციული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი; შაქრიანი დიაბეტი; თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა; ფიზიკური გამოფიტვა; ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში; სიმსუქნე; არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; პლაცენტარული უკმარისობა და ტოქსიკოზი ორსულებში; მამაკაცის და ქალის უნაყოფობა; თირკმლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს დიდი რაოდენობით კარნიტინის დაკარგვა; კანის დაავადებები.
ჩვეულებრივი დოზა ახალშობილებსა და 12 წლამდე ასაკში შეადგენს 50-100 მგ კგ წონაზე, დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 მიღებაზე; 12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში 1-3 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 1-3 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს.
შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.
რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოყენების წინ რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება მისი გამოყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების მაგივრად. არ შეიძლება დოზის გადაჭარბება. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ელემენტებს.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25 C ტემპერატურაზე, არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.