ვიროგელი - 15გრ დოზის გელის სახით, გამოიყენება გაციების და გრიპის სიმპტომების დროს. შეფუთვაში - 1 ცალი.
საერთაშორისო დასახელება: Pinus aetheroleum + Silbiolum
ვიროგელი 3 მგ/10 მგ/გ გელი (VIROGEL)
შემადგენლობა:
1 გ ვიროგელი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები:
კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა:
გელი ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
რინოლოგიური საშუალება.
ჩვენება:
ვირუსული ეტიოლოგიის სურდოს სიმპტომური მკურნალობა, რინოვირუსისა და გრიპის ვირუსისგან სასუნთქი გზების პროფილაქტიკური დაცვა მოზრდილებსა და 3 წლიდან ბავშვებში.
გამოყენების წესი და დოზირება:
გელის მცირე რაოდენობა წაისვით თხელ ფენად ცხვირის ღრუს წინა ნაწილზე. ცხვირიდან მკვეთრი ჩასუნთქვის გზით გელი აღწევს ცხვირის ღრუში უფრო ღრმად.
პრეპარატი გამოიყენება 1–2 კვირის განმავლობაში. ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა წიწვოვანი ჯიშის ხეების ეთერზეთების მიმართ.
ალერგიული სიმპტომების ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების თაობაზე.