ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1
ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1

ვიბროცილი წვეთები ცხვირის 15მლ ფლაკონი #1

შვეიცარია

ნოვარტის კონსუმერი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინი+დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები: ფლაკონში 15 მლ

1 მლ

ფენილეფრინი ................................2.5 მგ

დიმეთინდენის მალეატი .......... 250 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი) ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი: ტუბიკ-საწვეთურში 10 მლ

1 მლ

ფენილეფრინი ..................................... 2,5 მგ

დეიმეთინდენის მალეატი............. 250 მკგ

ჩვენებები:

მწვავე რინიტის (მ.შ. სურდო გაცივების დაავადებებისას);
ალერგიული რინიტი (მ.შ. თივის ცხელებისას);
ვაზომოტორული რინიტი;
ქრონიკული რინიტი;
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
მწვავე შუა ოტიტი (როგორც მკურნალობის დამხმარე მეთოდი).
მზადება ცხვირის არეში ქირურგიული ჩარევებისათვის და ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების აღმოფხვრა ამ არეში ქირურგიული ჩარევების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები

მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ინიშნება 3-4 წვეთი თითოეული ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში (1-6 წლის) ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით (1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში).

1 წლამდე ასაკის ბავშვებში (ინიშნება მხოლოდ ცხვირის წვეთების სახით) - 1 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ცხვირის გზების კარგად გასუფთავება; ჩაიწვეთება ცხვირში თავის უკან გადაწევით. თავის ამ მდგომარეობის შენარჩუნება უნდა მოხდეს რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ძუძუზე მყოფ ბავშვებს ცხვირში აწვეთებენ ჭამამდე.

ცხვირის სპრეი

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

სპრეის გამოყენებისას სასხურებელი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში დაბოლოებით ზევით. თავის სწორად დაჭერით, დაბოლოება მოთავსდება ცხვირის ნესტოში, ერთხელ ხანმოკლე მკვეთრი მოძრაობით დაეჭირება სასხურებელს, ხოლო, ცხვირიდან დაბოლოების გამოღების შემდეგ, ხელი აეშვება. შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით ოდნავ შესუნთქვა. პრეპარატის შეყვანამდე უნდა მოხდეს ცხვირის გზების გამოსუფთავება.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*ატროფიული რინიტი; მაო-ს ინჰიბიტორების მიღება (ერთდროულად ან წინა 14 დღე).

ორსულობა და ლაქტაცია:

*ექიმის რეკომენდაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება შეიძლება.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ცხვირის წვეთები.

ვიბროცილი არ ახდენს სედაციურ მოქმედებას (არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე).

*სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არითმიებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით; ასევე

*ავადმყოფებში გენერალიზებული ათეროსკლეროზით;

*ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით;

*დახურულკუთხოვანი გლაუკომით;

*წინამდებარე ჯირკვლის ადენომით;

*ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით.

*როგორც სისხლძარღვების ნებისმიერი ადგილობრივი გამაფართოვებელი საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ვიბროცილის დანიშვნისას პაციენტებში გამოხატული რეაქციებით სიმპათომიმეზურებზე (მაგ., უძილობის და თავბრუსხვევის განვითარებით).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნოვარტის კონსუმერი
ქვეყანა
შვეიცარია
ჯენერიკი
დიმეთინდენი+ფენილეფრინი
ფორმა
წვეთები ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
15მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი