ვენტოდუო სუსპენზია საინჰალაციო 100მკგ+50მკგ/1დოზა 200დოზა/10მლ ფლაკონი #1

ვენტოდუო სუსპენზია საინჰალაციო 100მკგ+50მკგ/1დოზა 200დოზა/10მლ ფლაკონი #1

ესპანეთი

ლაბ. ალდო-უნიონი
პროდუქტის შესახებ
ვენტოდუო 100 მიკროგრამი/50 მიკროგრამი/ საინჰალაციო სუსპენზია შესასხურებელი მოწყობილობით

სალბუტამოლი/ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია: სალბუტამოლი (სულფატის სახით) და ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი.
სხვა კომპონენტებია: ოლეინის მჟავა, ეთანოლი და 1,1,1,2-ტეტრაფტორეთანი (HFA-134a). თითოეული შესხურება შეიცავს 100 მიკროგრამ სალბუტამოლს (სულფატის სახით) და 50 მიკროგრამ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს.

ჩვენება:
ვენტოდუო შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, სალბუტამოლს და ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს.
სალბუტამოლი არის ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორი. ბრონქოდილატატორები ადუნებენ ფილტვების ჰაერგამტარი გზების კედლებში არსებულ კუნთებს, რაც აადვილებს ჰაერგამტარი გზების გახსნას, რაც იძლევა უკეთესად სუნთქვის შესაძლებლობას.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც მოქმედებს ფილტვების ანთების და გაღიზიანების შემცირებით.
ვენტოდუო ნაჩვენებია ასთმის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ კორტიკოსტეროიდებს და ხანმოკლე და სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორებს.

მიღების წესი:
მოზრდილებში და მოზარდებში (12 წლიდან):
რეკომენდირებული დოზები: 2 ინჰალაცია (200 მიკროგრამი სალბუტამოლი და 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 1 ან 2-ჯერ დღეში.
მაქსიმალური დოზები: 2 ინჰალაცია (200 მიკროგრამი სალბუტამოლი და 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 3 ან 4-ჯერ დღეში.

ბავშვები 5-დან 11 წლამდე:
რეკომენდირებული დოზები: 1 ინჰალაცია (100 მიკროგრამი სალბუტამოლი და 50 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 1 ან 2-ჯერ დღეში.
მაქსიმალური დოზები: 2 ინჰალაცია (200 მიკროგრამი სალბუტამოლი და 100 მიკროგრამი ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი) 2-ჯერ დღეში.

არ გაზარდოთ დოზა ან მიღების სიხშირე თვითნებურად, რადგან ზედმეტად მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები.

ა) მოხსენით სახურავი. თუ ის ახალი ინჰალატორია ან რამდენიმე დღეა არ გამოგიყენებიათ, შეანჯღრიეთ აეროზოლი და დააწკაპეთ, რათა დარწმუნდეთ რომ ინჰალატორი გამართულად მუშაობს. თუ ინჰალატორს ხშირად იყენებთ მიყევით შემდეგ ინსტრუქციებს:
ბ) შეანჯღრიეთ ინჰალატორი
გ) რაც შეიძლება მეტი ჰაერი გამოუშვით ფილტვებიდან.
დ) აეროზოლი მოარგეთ პირს.
ე) ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად. სანამ ჩასუნთქული გაქვთ მოწყობილობას ხელი უნდა დააჭიროთ .
ვ) გამოიღეთ აეროზოლი პირიდან და შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჰაერი ფილტვებში რამდენიმე წამის განმავლობაში.
ზ) პერორალური აეროზოლის პულსატორ-ადაპტორი უნდა გაირეცხოს პერიოდულად. ამისათვის მოხსენით პულსატორი და გაწმინდეთ ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.
თ) დაახურეთ თავსახურით მტვრისგან და ჭუჭყისაგან დასაცავად.
ი) ყოველი გამოყენების შემდეგ სასურველია გამოირეცხოთ პირი წყლით.

შენახვის პირობები:
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30რC-ზე მაღალ ტემპერატურაზე. სინათლისაგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, არ გაყინოთ.
არ დაჭეჭყოთ, გატეხოთ ან დაწვათ აეროზოლის ფლაკონი, მაშინაც კი, როდესაც სრულიად ცარიელია.
თუ ინჰალატორი ცივია, ამოიღეთ კარტრიჯი და გაათბეთ ხელით გამოყენებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სხვა მეთოდი მის გასათბობად.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ალდო-უნიონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
სალბუტამოლი+ბეკლომეტაზონი
დოზა
100მკგ+50მკგ/1დოზა
ფორმა
სუსპენზია საინჰალაციო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
200დოზა/10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი