ტაიქოლდი მაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #12
ტაიქოლდი მაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი  #12

ტაიქოლდი მაქსი ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი #12

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ტაიქოლდი მაქსი ლიმ/არ.#12პაკ

ჩვენებები:

ტაიქოლდ მაქსი ნაჩვენებია გრიპის, ციებ-ცხელების, კანკალისა და სიცხით მიმდინარე გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც მოიცავს: თავის ტკივილს, ყელის ტკივილს, ტკივილს, ცხვირის გაჭედვას, სინუსიტს და მასთან დაკავშირებულ ტკივილს, ასევე ცხვირის მწვავე კატარულ ანთებას.

უკუჩვენებები:

- ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ;

- გულის მძიმე კორონარული დაავადება და გულსისხლძარღვოვანი დარღვევები;

- ჰიპერტენზია;

- ჰიპერთირეოზი;

- უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟამად ღებულობენ ან ორი კვირის განმავლობაში შეწყვიტეს მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით მკურნალობა (იხილეთ პუნქტი „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).

- სხვა სიმპათომიმეტური შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების თანმხლები გამოყენება.

- არ გამოიყენება გადიდებული პროსტატის მქონე პაციენტებში.
დოზირება და მიღების წესი:

მიღების წესი

პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ ჭიქაში.

ჭიქის 2/3 შეავსეთ ცხელი წყლით.

მოურიეთ ხსნარს.

მთლიანად დალიეთ მიღებული ხსნარი.

რეკომენდებული დოზა და დოზირების სქემა

მოზრდილები (ხანდაზმულებისჩათვლით) და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:

ტაიქოლდი მაქსი მიიღება პერორალურად, ქვემოთ აღწერილი წესის მიხედვით:

ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 160 მლ ცხელ წყალში (დაახლოებით ერთი სტანდარტული ზომის ჭიქა) და მიიღება დაუყოვნებლივ ლოდინის გარეშე. მომდევნო დოზის მიღება შესაძლებელია 6 საათის შემდეგ. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 4 პაკეტი.
ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია.
შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+ქლორფენირამინი+ფენილეფრინი
ფორმა
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
12
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი