რენგალინი ტაბლეტი საწუწნი #20
რენგალინი ტაბლეტი საწუწნი #20

რენგალინი ტაბლეტი საწუწნი #20

რუსეთის ფედერაცია

მატერია მედიკა ჰოლდინგი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Antiსამკურნალო ფორმა: ჰომეოპათიური საწუწნი აბები
შემადგენლობა (1 აბზე):
აქტიური კომპონენტები:
ბრადიკინინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
ჰისტამინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
მორფინის აფინური ანტისხეულები გასუფთავებული – 0.006გ*
დახმარე საშუალებები; იომალტი 0.506გ, ცელულოზა მიკროკრისტალური 0.0275გ, მაგნიუმის სტეარატი 0.0055გ, ლიმონის მჟავა უწყლო 0.005225გ, კრემნია დიოქსიდი კოლოიდური 0.00275გ, ნატრიუმის ციკლამატი 0.00275გ, ნატრიუმის სახარინი 0.000275გ.
* გამოიყენება იზომალტზე სამი აქტიური სპირტის წყალხსნარით განზავებული ნივთიერებების მასის სახით, რაც განზავებულია 10012, 10030, 10050-ჯერ.
აღწერილობა: ბრტყელი ცილინდრული ფორმის აბები, მთლიანი კიდეებით; თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე შეფერილობის. ბრტყელ მხარეს დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეს კი დატანილია წარწერა

გამოყენება
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს ხველა და ბრონქოსპაზმი. პროდუქტიული და არაპროდუქტიული ხველა გრიპისა და მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციის დროს, მწვავე ფარინგიტის, ლარინგოტრაქეიტის, მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტის, ქრონიკული ბრონქიტის და სხვა ინფექციურ-ანთებითი და ალერგიული დაავადებების დროს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებზე.

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. რენგალინის გამოყენება არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ეფექტურობისა და უსაფრთხოების ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
ორსულებში და ძუძუთი კვების დროს რენგალინის გამოყენების უსაფრთხოება არ შესწავლილა. პრეპარატის აუცილებლად მიღების შემთხვევაში გასათვალისწინებელია რისკების/სარგებლის თანაფარდობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე 1 აბი (გავაჩეროთ პირში სრულ გახსნამდე). მიიღება 1-2 აბი სამჯერ დღე-ღამეში არა კვების დროს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე პირველი სამი დღე მიღების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 4-6 მიღებამდე დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებულ რეაქცია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მატერია მედიკა ჰოლდინგი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
აფინეტურად გასუფთავებული ანტისხეულები ბრადიკინინის.ჰისტამინის. მორფინის
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი