ქსილოდექსი სპრეი ცხვირის (1მგ+50მგ)1მლ 10მლ #1
ქსილოდექსი სპრეი ცხვირის (1მგ+50მგ)1მლ 10მლ #1

ქსილოდექსი სპრეი ცხვირის (1მგ+50მგ)1მლ 10მლ #1

ბელარუსი

ამანტისმედი

ქსილოდექსი გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის სიმპტომებით და შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას.

პროდუქტის შესახებ

ქსილოდექსი სპრეი ცხვირის (0.5მგ+50მგ)1მლ

შემადგენლობა:

1.0მგ/50მგ/მლ ნაზალური სპრეი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებები: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1.0მგ/მლ, დექსპანთენოლი 50მგ/მლ;
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ჰიდროფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
ერთჯერადად დაწოლისას გამოფრქვეული ერთჯერადი დოზა შეადგენს ნაზალური სპრეის 0,1მლ-ს და შეიცავს 0,1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს და 5,0 მგ დექსპანთენოლს.


ჩვენება:

​ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის სიმპტომებით და შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას.
ვაზომოტორული რინიტის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ცხვირით სუნთქვის აღსადგენად, ცხვირის ღრუში ოპერაციული ჩარევების შემდგომ.


უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთება (rhinitis sicca);
  • ტრანსსფენოიდული ჰიპოფიზეექტომია ან სხვა ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში).
  • ქსილოდექსის ცხვირის სპრეი დოზით 1.0 მგ/50 მგ/მლ უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.


დოზირება:

​2-დან 6 წლამდე ბავშვები - სამკურნალო საშუალება ქსილოდექსი, 0,5მგ/50მგ/მლ-ის ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, 3 ჯერ-მდე დღეში.
ზრდასრულები და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები - რეკომენდირებულია ქსილოდექსის ნაზალური სპრეი აქტიური ნივთიერების უფრო მაღალი დოზის შემცველობით - სამკურნალო საშუალება ქსილოდექსი, 1,0მგ/50მგ/მლ-ის ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, 3 ჯერ-მდე დღეში.
დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ ეფექტურობაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. განმეორებითი კურსი შესაძლებელია რამოდენიმედღიანი პაუზის შემდეგ.

შენახვა:

​არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ამანტისმედი
ქვეყანა
ბელარუსი
ჯენერიკი
ქსილომეტაზოლინი+დექსპანთენოლი
დოზა
(1მგ+50მგ)1მლ
ფორმა
სპრეი ცხვირის
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | ქსილოდექსი სპრეი ცხვირის (1მგ+50მგ)1მლ 10მლ