გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის სიმპტომებით და შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას.
0.5მგ/50მგ/მლ ნაზალური სპრეი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებები: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0,5მგ/მლ, დექსპანთენოლი 50მგ/მლ;
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ჰიდროფოსფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
ერთჯერადად დაწოლისას გამოფრქვეული ერთჯერადი დოზა შეადგენს ნაზალური სპრეის 0,1მლ-ს და შეიცავს 0,05 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს და 5,0 მგ დექსპანთენოლს.
ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის სიმპტომებით და შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას.
ვაზომოტორული რინიტის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ცხვირით სუნთქვის აღსადგენად, ცხვირის ღრუში ოპერაციული ჩარევების შემდგომ.
2-დან 6 წლამდე ბავშვები - სამკურნალო საშუალება ქსილოდექსი, 0,5მგ/50მგ/მლ-ის ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, 3 ჯერ-მდე დღეში.
ზრდასრულები და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები - რეკომენდირებულია ქსილოდექსის ნაზალური სპრეი აქტიური ნივთიერების უფრო მაღალი დოზის შემცველობით - სამკურნალო საშუალება ქსილოდექსი, 1,0მგ/50მგ/მლ-ის ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, 3 ჯერ-მდე დღეში.
დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ ეფექტურობაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. განმეორებითი კურსი შესაძლებელია რამოდენიმედღიანი პაუზის შემდეგ.
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.