საერთაშორისო დასახელება - Promethazine+Meglumone ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები შემადგენლობა: 1 მზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 130 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 15 მგ პოლისორბატ 20-ს, 2.5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 3.6 გ საქაროზას. 1 სადილის კოვზი (15 მლ) შეიცავს 390 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 45 მგ პოლისორბატი 20-ს, 7,5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 10.8 გ საქაროზას.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინურები სისტემური გამოყენებისათვის, ფენოთიაზინის წარმოებულები, (R: სასაუნთქი სისტემა). თერაპიული ჩვენება: 1. პრეპარატი რეკომენდებულია არაპროდუქტიული ხველის და გამაღიზიანებელი ხველის სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით როდესაც ხველა ვითარდება საღამოს და ღამის საათებში. 2. ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, ე.წ. ,,პოსტნაზალური წვეთი“ 3. პოსტინფექციური ხველა 4. ყივანახველა
ფლუისედალი სიროფის მიღების წესი: მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკიდან. დოზირება: მოზრდილები: 3-4 სადილის კოვზი დღეში. ბავშვებისთვის, გამოიყენეთ 5 მლ მზომი კოვზი სავსე სიროფით და მიჰყევით ექიმის დანიშნულებას. 2 წლიდან - 6 წლამდე: 5 მლ 3-4 ჯერ 6 წლიდან - 12 წლამდე: 5 მლ 4-6 ჯერ 12 წლიდან - 15 წლამდე: 10მლ 3-4 ჯერ დღეში
უკუჩვენებები: - ჩვილები (2 წლამდე ასაკი) ბრონქიალური სეკრეტის დაგროვების რისკის გამო. - პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, კერძოდ ანტიჰისტამინების მიმართ ალერგია. - ადრე გამოვლენილი ან მიმდინარე აგრანულოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება) - წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ეტიოლოგიით გამოწვეული გაძნელებული შარდვა. - გლაუკომის გარკვეული ფორმები (თვალშიდა წნევის მომატება). დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორსულობის დროს ან სულტოპრიდთან კომბინაციაში. დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.