პროდუქტის შესახებ
კომბინირებული მედიკამენტი
ფარკოსოლვინის შემადგენლობა: 5 მლ სიროფი: ამბროქსოლი - HH HCL 15 მგ, გუაიფენაზინი - 30 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი - 60 მგ.
1 კაფსულა: ამბროქსოლი HH HCL 15 მგ, გუაიფენაზინი 100 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი 50 მგ მოქმედება:
ფარკოსოლვინის სიროფი ან კაფსულა შეიცავს ამბროქსოლს ,H გუაიფენაზინს და თეოფილინს , რომელთა სინერგული მოქმედება იწვევს მუკოლიზურ , ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს . ამბროქსოლი , მუკოლიზური საშუალება , მოქმედებს ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურაზე , ამცირებს მათ სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას სასუნთქი გზებიდან . გუაიფენაზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის ადჰეზიურობასა და ზედაპირულ დაჭიმულობას , აძლიერებს სასუნთქი გზების სეკრეტის და ნახველის გამოყოფას , ტრაქეო - ბრონქულ ნახველზე ახდენს დემულცენტურ ეფექტს . თეოფილინი , ფარკოსოლვინის მესამე კომპონენტი , ახდენს ბრონქების გლუვი კუნთების ეფექტურ რელაქსაციას , ააგზნებს სუნთქვის ცენტრს , აძლიერებს დიაფრაგმის შეკუმშვას და ბრონქო - პულმონური გზების მუკოცილიალურ კრილენსს . კლინიკურად , ფარკოსოლვინი ამცირებს რესპირატორული გზების სპაზმს და სეკრეტით გამოწვეულ ხველას , ხელს უშლის სქელი ლორწოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას , იწვევს ხშირი , არაპროდუქტიული ხველის გაიშვიათებას და აქცევს მას პროდუქტიულად . ეს ეფექტები განაპირობებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას სხვადასხვა ტიპის ხველის დროს , რესპირატორული დაავადებების ხშირ შემთხვევაში როგორც მოზრდილებში , ისე ბავშვებში . ჩვენება : ფარკოსოლვინი (სიროფი ან კაფსულა) ნაჩვენებია სეკრეტით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული პროდუქტიული და არაპროდუქტიული დროს , მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში : - სხვადასხვა გენეზის (ინფექციური, სხვადასხვა გამღიზიანებლით გამიწვეული, მწეველთა) ტრაქეობრონქიტი და ბრონქიტი; - ასთმური ბრონქიტი; - პნევმონია; - ბრონქოექტაზია; - ბრონქოპნევმონია; - ემფიზემა; - ატელექტაზი. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გაფრთხილება: ისევე როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატები , ფარკოსოლვინი ინიშნება სიფრთხილით კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის და თიკმლის მწვავე დაავადებების დროს .
გვერდითი ეფექტები:
ფარკოსოლვინი უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება . იშვიათად მის მიღებას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება .
ორსულობა და ლაქტაცია :
ორსულებში და ლაქტაციის დროს ფარკოსოლვინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს .
დოზირება :ბავშვები - (1-3 წლამდე ) - ქ1/2-1 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ; ბავშვები - (3-12 წლამდე ) - 1-2 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1-3 ჩაის კოვზი სიროფი ან 1-2 კაფსულა დღეში 3- ჯერ . შეფუთვა ბოთლი 120 მლ სიროფი . კოლოფი 24 რბილი ჟელატინიანი კაფსულა .
შენახვის პირობები:
ინახება 15-30 რC ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124097
ბრენდი
ფარკო ფარმაცეუტიკალსი
ჯენერიკი
ამბროქსოლი+თეოფილინი+გვაიფენაზინი