შემადგენლობა: ევკალიპტის ზეთი – 6მგ; მენთოლი – 5მგ; ასკორბინის მჟავა – 20მგ; დამხმარე სუბსტანციები: შაქარი, სორბიტი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, მწვანე პიგმენტი. კომბინირებული ფარმაკოლოგიური საშუალება წამლის ფორმა: ტაბლეტები. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე. პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: ეთეროვანი ზეთები (80% ცინეოლის შემცველობით), მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანულ მჟავები.
ჩვენება: • პირის ღრუს ანთებითი დაავადებები (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა); • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა). უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი. მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე. ბავშვებში 8 წლის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება: არ არის შესწავლილი. გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. გამოშვების ფორმა: 10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე. ერთ ან ორ ბლისტერს ათავსებენ მუყაოს კოლოფში. შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში. აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა რეცეპტის გარეშე). ვარგისობის ვადა: 3 წელი. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში. მწარმოებელი: შპს ,,ნეოფარმი.