ერმუცინის კაფსულა ერდოსტეინს შეიცავს და სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას ნახველის გამოყოფას აადვილებს.
შემადგენლობა:
თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ერდოსტეინი 300 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი:
კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
თავსახური: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ინდიგოკარმინი (E132).
ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები (რინიტი, სინუსიტი, ლარინგოფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი).
სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავება (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ჰიპერსეკრეტორული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება, თამბაქოს მწეველის ქრონიკული ბრონქიტი, სეზონური გამწვავებების ჩათვლით).
კომპლექსური თერაპია ანტიბიოტიკებთან ერთად ბაქტერიული ეტიოლოგიის ბრონქიტის გამწვავებისას.
პნევმონიისა და ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
უკუჩვენებები:
დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან თავისუფალი SH ჯგუფების შემცველი ნივთიერებების მიმართ.
ღვიძლის დისფუნქცია (მაგალითად, ტუტე ფოსფატაზის ან ტრანსამინაზების მომატებული დონე).
თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ-ზე ნაკლები).
ჰომოცისტეინურია (პრეპარატი ჰომოცისტეინის წყაროა, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა იმ პაციენტებში, რომლებიც იცავენ თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობის დიეტას).
აქტიური პეპტიური წყლული.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
მოზრდილებში: 1 კაფსულა (300 მგ) დღეში 2–3-ჯერ.
ერმუცინის კაფსულები განკუთვნილია მოზრდილების სამკურნალოდ. პრეპარატი მიიღება პერორალურად.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7–10 დღეს, რაც საკმარისია სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად. ქრონიკული დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
იშვიათად: გულძმარვა, გულისრევა, დიარეა, კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი მოვლენისა, რომელიც ამ ინსტრუქციაში მითითებული არ არის, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ერმუცინის ისეთი პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და რესპირატორული დაავადებების დროს, მაგალითად, თეოფილინთან, ბრონქოდილატატორებთან, ერითრომიცინთან, ამოქსიცილინთან ან სულფამეტოქსაზოლთან, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგალითად, ამოქსიცილინისა და კლარითრომიცინის) მოქმედებას, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამკურნალო მიზნებისთვის.
დადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.
განსაკუთრებული მითითებები:
მომატებული მგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
სხვა ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება არარაციონალურია, რადგან შესაძლებელია ბრონქებში თხევადი სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების რისკის ზრდა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ამ პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. თუმცა, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა:
10 მყარი კაფსულა PVC-PVDC გარსისა და ალუმინის ფოლგის კონტურულ შეფუთვაში (ბლისტერში). 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
წამლის ფორმა: მყარი კაფსულა.
აღწერა:
მყარი ჟელატინის კაფსულები ყვითელი კორპუსითა და მწვანე თავსახურით. კაფსულების შიგთავსი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.