ბროვენსინი ბრომჰექსინს და ტერბუტალინს აერთიანებს: ნახველს ათხელებს და ბრონქებს აფართოებს. გამოიყენე ექიმის რეკომენდაციით.
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სიროფი.
აღწერილობა: ვარდისფერი, ბლანტი სითხე.
10 მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი — 8 მგ;
ტერბუტალინის სულფატი — 2.5 მგ;
გვაიფენეზინი — 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზოინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცერინი, პონსო 4ღ სუპრა, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბატი, პოლიეთილენგლიკოლი (1500), ნატრიუმის საქარინი, ჟოლოს არომატიზატორი, მენთოლი, სორბიტოლის 70%-იანი ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ATC კოდი: R05C.
კომბინირებული ამოსახველებელი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციების გარდა).
ბროვენსინი წარმოადგენს ხველისა და გაციების დროს გამოსაყენებელ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით.
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი — მუკოლიზური საშუალება ამოსახველებელი მოქმედებით. იგი ათხელებს ბრონქულ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციისა და ბრონქების ლორწოვანის სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციის გზით, რომლებიც ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს გამოიმუშავებენ. ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც სუნთქვის პროცესში ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ტერბუტალინის სულფატი — ადრენომიმეტური საშუალება, რომელიც შერჩევითად ასტიმულირებს ბრონქების β2-ადრენორეცეპტორებს და ამ გზით იწვევს ბრონქოდილატაციას, ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს და ამცირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
გვაიფენეზინი — ამოსახველებელი საშუალება, რომლის მოქმედება ეფუძნება ზედაპირული დაჭიმულობისა და ბრონქების ლორწოვან გარსზე ნახველის შეწებების შემცირებას. იგი აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გვაიფენეზინს აქვს ანქსიოლიზური მოქმედებაც.
ბრონქ-ფილტვის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა:
ბრონქული ასთმა;
ქრონიკული ბრონქიტი;
ფილტვების ემფიზემა;
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
ტრაქეობრონქიტი;
პნევმონია;
პნევმოკონიოზი;
ფილტვების ტუბერკულოზი.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
გულის რიტმის დარღვევები;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
სისხლდენისადმი მიდრეკილება;
ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;
8 წლამდე ასაკი.
ბროვენსინი მიიღება პერორალურად, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. შესაძლებელია პრეპარატის წყლით ან ხილის წვენით განზავება.
8–12 წლის ბავშვები: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5–10 მლ დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
სიმპათომიმეტიკებთან და თეოფილინთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.
ერთდროული გამოყენებისას გვაიფენეზინი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებებისა და ეთანოლის მოქმედებას.
ბრომჰექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი) და სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების ბრონქულ სეკრეტში შეღწევას.
საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან და დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.
ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით. ბროვენსინი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
შიგნით მისაღები სიროფის 100 მლ მოთავსებულია ყვითელი ფერის შუშის ბოთლში, რომელსაც აქვს პოლიპროპილენის თავსახური.
ერთი ბოთლი საზომ ჭიქასა და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.