გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროს ბავშვებში ალერგიული რინიტის მკურნალობისათვის.
აქტიური ნივთიერება: ფლუტიკაზონის ფუროატი (მიკრონიზებული) 27.5 მკგ/დოზა;
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა გაუწყლოებული, დისპერგირებული ცელულოზა (ნატრიუმის კარმელოზა 11%), პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
ალერგიული რინიტის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ფლუტიკაზონის ფუროატის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ორსულობა: მონაცემები ფლუტიკაზონის ფუროატის ორსულობის პერიოდში გამოყენების შესახებ არასაკმარისია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გლუკოკორტიკოიდებმა გამოიწვია განვითარების მანკები, მგლის ხახის და საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების ჩათვლით. ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს იყოს რელევანტური ადამიანისთვის, რომელიც იღებს რეკომენდებულ დოზებს ინტრანაზალურად. ფლუტიკაზონის ფუროატის ორსულებში მიღება შესაძლებელია, თუ დედისათვის მიღებული სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე მიყენებულ პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია: არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დედის რძის საშუალებით ინტრანაზალური გზით ორგანიზმში მოხვედრილი ფლუტიკაზონის ფუროატი.
ფლუტიკაზონის ფუროატის დანიშვნა მეძუძური დედებისათვის უნდა იქნას განხილული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მიღებული სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე მიყენებულ პოტენციურ რისკს.
ფერტილობა: ადამიანებში ფერტილობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მხოლოდ ინტრანაზალურად.
სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა გამოიყენოთ მიღების რეგულარული სქემა. მოქმედების დაწყება შეიძლება უკვე გამოიხატოს პირველი მიღებიდან 8 სთ-ის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად შესაძლებელია საჭირო იყოს რამოდენიმე დღე. პაციენტს უნდა აუხსნათ, რომ დაავადების სიმპტომები გაუმჯობესდება მუდმივი რეგულარული გამოყენებისას. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ალერგენის ზემოქმედების პერიოდით.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის):
რეკომენდებული საწყისი დოზა – 2 შესხურება (ერთ შესხურებაში 27.5 მკგ ფლუტიკაზონის ფუროატი) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (110 მკგ დღე-ღამეში). სიმპტომების ადექვატური კონტროლის მიღწევისას დოზის შემცირება თითოეულ ნესტოში 1 შესხურებამდე ერთხელ დღე-ღამეში (55 მკგ დღე-ღამეში) შესაძლებელია იყოს საკმარისი ეფექტის შენარჩუნებისთვის. საჭიროა დოზის ტიტრირება უმცირეს დოზამდე, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს.
6-11 წლის ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული საწყისი დოზა – 1 შესხურება (ერთ შესხურებაში 27.5 მკგ ფლუტიკაზონის ფუროატი) თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (55 მკგ დღე-ღამეში).
თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში 1 შესხურების შემთხვევაში სასურველი ეფექტის არარსებობისას, შესაძლებელია დოზის მომატება 2 შესხურებამდე თითოეულ ნესტოში ერთხელ დღე-ღამეში (110 მკგ დღე-ღამეში). სიმპტომების ადექვატური კონტროლის მიღწევისას რეკომენდებულია დოზის შემცირება თითოეულ ნესტოში 1 შესხურებამდე ერთხელ დღე-ღამეში (55 მკგ დღე-ღამეში).
6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები:
ამ კატეგორიის პაციენტებში ფლუტიკაზონის ფუროატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. არ არის შესაძლებელი დოზირების შესახებ რეკომენდაციების მიცემა.
ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის..
არაუმეტეს 30 С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. არ ინახება მაცივარში. ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.