ამბროლიტინის სიროფი გამოიყენება ხველების და ამოხველების შესამსუბუქებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის წარმოქმნასთან.
აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 15 მგ 5 მლ სიროფში.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (Е420), მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (216), გლიცეროლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ,,ჟოლოს‘‘ თხევადი ესენცია, გასუფთავებული წყალი.
ამბროლიტინი სიროფი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ის ხელს უწყობს სქელი სეკრეტის გათხელებას ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების დროს. ამ გზით პრეპარატი ხელს უწყობს მის გამოყოფას, ამსუბუქებს ხველას და აუმჯობესებს სუნთქვას. გამოიყენება ხველების და ამოხველების შესამსუბუქებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რაც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის წარმოქმნასთან.
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობის პერიოდში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, შესაბამისად, მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.
ამბროქსოლი აღწევს დედის რძეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილზე პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
არ არის მონაცემები ამბროლიტინის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლის და მანქანების ოპერატორების რეაქციის სისწრაფეზე და ყურადღებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
ყოველთვის მიიღეთ ამბროლიტინი ზუსტად ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამბროლიტინი მიიღება შიგნით, კვების დროს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:L 10 მლ 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება – 10 მლ 2-ჯერ დღეში.
ბავშვები:
6-12 წელი: 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
2-6 წელი: 2,5 მლ 3-ჯერ დღეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები:
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოიყენება ზრდასრულების დოზა.
ღვიძლის და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტები
პაციენტების ამ კატეგორიაში გამოიყენება ზრდასრულებისთვის რეკომენდებული დოზის 1/2.
არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი 5 დღეზე ხანგრძლივად ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ თქვენ თვლით, რომ სამკურნალო საშუალების ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ!
ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ: 1 (ერთი) თვე.