A-Ferin Forte ტაბლეტი ამცირებს სიცხეს, თავის ტკივილს და სურდოს სიმპტომებს. სწრაფად მოქმედი პრეპარატი გაციების და გრიპის დროს.
გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები.
პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი საშუალება. იგი ზეგავლენას არ ახდენს თრომბოციტების აგრეგაციასა და პროთრომბინის სინთეზზე.პერორალური მიღების შემდეგ, სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი 15-30 წუთში ვლინდება.
ქლორფენირამინის მალეატი ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც აქრობს ცხვირიდან გამონადენს, ცემინებას, ცხვირისა და ყელის ქავილს და ცრემლდენას.მიღების წესები და დოზებიუფროსები და > 12 წლის ასაკის ბავშვები:1 ტაბლეტი 4 ან 6 საათში ერთხელ.
დღეში 6 ტაბლეტზე მეტი არ გამოიყენება.
ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები ნაჩვენებია გრიპისა და გაციებასთან დაკავშირებული ცხვირიდან გამონადენის, ცემინების, ცხვირისა და ყელის ქავილის, თავის ტკივილის, უნთების ტკივილის, ანგინის, სისუსტის, ცხელების, რინიტის, თვალებიდან ცრემლდენისა და ქავილის სამკურნალოდ.
კანზე გამონაყარი, გაორებული მხედველობა, თავბრუ, იშვიათად კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, მოდუნება და პირის სიმშრალე.
არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ფერინი® ფორტეს ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.ორსულობა და ლაქტაცია B კატეგორიის პრეპარატი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ავლენენ რისკს ნაყოფისათვის, ადამიანებზე კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა.
ცხოველებზე არსებულმა კვლევებმა გამოავლინეს უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე, თუმცა კარგად კონტროლირებულმა კვლევებმა ორსულ ქალებში ნაყოფის მიმართ რისკი არ დაადასტურეს. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ორსულობის დროს იგი არ გამოიყენება.
პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.ა-ფერინი® ფორტეს ტაბლეტებით მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია წამლებთან ურთიერთქმედება.