ტემპალგინი ტაბლეტი 500მგ+20მგ #20

ტემპალგინი ტაბლეტი 500მგ+20მგ #20

ბულგარეთი

სოფარმა

გამოიყენება ზომიერად გამოხატული თავის ტკივილის, კბილის ტკივილის, მიალგიების, ნევრალგიების დროს.

პროდუქტის შესახებ

ტემპალგინი ტაბლეტი 500მგ+20მგ

შემადგენლობა:

​თითოეული ტაბლეტი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს:

  • ნატრიუმის მეტამიზოლს (metamizole sodium) 500 მგ
  • ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატს (triacetonamine-4-toluensulfonate) 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი


ჩვენება:

არახანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობისთვის სუსტიდან ზომიერად გამოხატული ტკივილისას შემდეგი მდგომარეობის დროს: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და სტომატოლოგიური მანიპულაციები, მიალგიები, ნევრალგიები, ართრალგიები.


დოზირება და გამოყენების წესი:

დოზირება:
დოზა დამოკიდებულია ტკივილის სიძლიერეზე, ასევე პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობელობაზე

ზრდასრულები:
ჩვეულებრივი დოზა - მიიღება 1 ტაბლეტი 1-3ჯერ დღეში, კლინიკური სიმპტომების სიმძიმისაგან გამომდინარე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 ტაბლეტს.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 4 ტაბლეტს.
სტომატოლოგიური მანიპულაციებისას 1 ტაბლეტი ჩარევამდე 30 წთ ადრე.
15 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები
1 ტაბლეტი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს და დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმძიმეზე.

განსაკუთრებული პოპულაციები:
ხანდაზმული მოსახლეობა, დასუსტებული პაციენტები და პაციენტები შემცირებული კრეატინინის კლირენსით
დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულებში, დასუსტებულ პაციენტებში და შემცირებული კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში, რადგან მეტამიზოლის მეტაბოლური პროდუქტების გამოყოფა შეიძლება გახანგრძლივდეს.

ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა:
ვინაიდან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს გამოყოფის სიჩქარე მცირდება, თავიდან უნდა იქნას აცილებული მრავალჯერადი მაღალი დოზების მიღება. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისას. დღეისათვის არ არის საკმარისი გამოცდილება მეტამიზოლის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით.
მკურნალობის კურსი გრძელდება 3-5 დღე. მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან უფრო მაღალი დოზებით შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ტაბლეტების მიიღება პერორალურად, წყლის დაყოლებით, უკეთესია ჭამის შემდეგ.


უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის მეტამიზოლის, ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებისადმი;
  • ჰიპერმგრძნობელობა სხვა პირაზოლონური პრეპარატების მიმართ;
  • ღვიძლის მწვავე პორფირია;
  • თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა (ჰემოლიზის საშიშროება)
  • ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე დაავადებები;
  • ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად ციტოსტატიკებით მკურნალობის შემდეგ) ან ჰემოპოეტური სისტემის დაავადებები (აპლაზიური ანემია, აგრანულოციტოზი და ლეიკოპენია)
  • ჰიპოტენზია არტერიული წნევის 100 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები მნიშვნელობისას;
  • ორსულობა და ძუძუთი კვება
  • 15 წლამდე ასაკის ბავშვები.


შენახვა:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ტენისგან დასაცავად, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.



მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოფარმა
ქვეყანა
ბულგარეთი
ჯენერიკი
მეტამიზოლ ნატრიუმი+ტრიაცეტონამილ-4-ტოლუენსულფონატი
დოზა
500მგ+20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი