ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10
ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა  #10

ანალგინი ხსნარი საინექციო 50% 2მლ ამპულა #10

უზბეკეთი

დენტაფილ პლუსი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ანალგინი 50% 2მლ #10ა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:
სხვადასხვა წარმოშობის ტკივილები (თავის ტკივილი, ნევრალგია, რადიკულიტები, მიოზიტები), ციებცხელება, გრიპი, რევმატიზმი, ქორეა.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში შეჰყავთ კუნთში (ან ინტრავენურად ძლიერი ტკივილის დროს), 1-2 მლ პრეპარატი 2-3-ჯერ დღეღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 6 მლ (3 გრ ანალგინი).
ბავშვებში შეჰყავთ კუნთში ერთჯერადი დოზით 0,1-0,2 მლ პრეპარატი (50-100 მგ ანალგინი) სხეულის 10 კგ მასაზე, 1-2 ჯერ დღეღამეში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს ღებულობენ განსაკუთრებული სიფრთხილით.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატს ნიშნავენ სიფრთხილით, განსაკუთრებით 9 წლის ასაკამდე ბავშვებში. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. ორსულებში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში და ორსულობის უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში) პრეპარატის მიღება უნდა იყოს შეზღუდული.
პრეპარატის მიღება არ მოქმედებს ავტომანქანის მართვაზე და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობაზე.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენტაფილ პლუსი
ქვეყანა
უზბეკეთი
ჯენერიკი
მეტამიზოლ ნატრიუმი
დოზა
50%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი