ბორის მჟავა RFF ხსნარი 30მგ/1მლ 25მლ ბოთლი #1

ბორის მჟავა RFF ხსნარი 30მგ/1მლ 25მლ ბოთლი #1

ლატვია

რიგის ფარმაცევტული ქარხანა

ბორის მჟავა RFF ხსნარი გამოიყენება ყურის გარეთა სასმენი მილის ანთების და კანის ჩირქოვანი ინფექციების (პიოდერმია) დროს დაზიანებული ადგილის სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ბორის მჟავა RFF ხსნარი 30მგ/1მლ 25მლ ბოთლი

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთირება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ ბორის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი.

ჩვენება:

ბორის მჟავა RFF ხსნარი გამოიყენება:

  • ყურის გარეთა სასმენი მილის ანთების სამკურნალოდ;
  • კანის ჩირქოვანი ინფექციების (პიოდერმია) დროს დაზიანებული ადგილის სამკურნალოდ.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება 3-5 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.


გამოყენების წესი:

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ბორის მჟავა RFF ხსნარი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და ხანდაზმულები
2-3-ჯერ დღეში დატანილ უნდა იქნეს დაზიანებულ ადგილებზე.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან: არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, ამიტომ დოზირების რეკომენდაციები არ არის ხელმისაწვდომი.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება: უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო ბორის მჟავა ღFF ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში


ორსულობა და ძუძუთი კვება:

მედიკამენტის უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის გამოკვლეული, ამიტომ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.


ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის წესი:

ინახება ორიგინალური შეფუთვით. ინახება 25C ტემპერატურის ქვემოთ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რიგის ფარმაცევტული ქარხანა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
ბორის მჟავა
დოზა
30მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ბოთლი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი