ჰიალურონის მჟავას მაღალი შემცველობა HA-0,4% განაპირობებს თვალის ზედაპირის ხანგრძლივ დატენიანებას და დაცვას. აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ თვალს.
ალფა ლიპოის მჟავა ALA – ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც თრგუნავს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზეგავლენას, იცავს ბროლს შემღვრევისგან და ინარჩუნებს მის გამჭირვალობას; ამცირებს ლიპიდურ ჟანგვას და მის მავნე გავლენას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე; ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ატფ-ის სინთეზს; აქვეითებს გლუკონეოგენეზის და კეტოგენეზის პროცესებს.
ვიტამინი E-TPGS – სპეციალურად შემუშავებული E ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმაა, გაუმჯობესებული აქტივობით და მაღალი შეღწევადობით ქსოვილებში. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით იგი დადებითად მოქმედებს თვალის წინა და უკანა სეგმენტების სხვადასხვა დაავადებების დროს: კატარაქტა, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, გლაუკომა, უვეიტი.
გლიპოგრიმერი – ხსნარს ანიჭებს გელის სტრუქტურას და განაპირობებს მის ხანგრძლივ აპლიკაციას თვალის ზედაპირზე.
ბორის მჟავა და ნატრიუმის ტეტრაბორატი – ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის; ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.
პროდუქტი არ შეიცავს: კონსერვანტებს, ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.
ჩვენებები
მშრალი თვალის სინდრომი; თვალის გაღიზიანება, სიწითლე, წვა და უცხო სხეულის შეგრძნება; პროგრესირებადი კატარაქტის პრევენცია; დიაბეტური რეტინოპათია; დიაბეტური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; მაკულოდისტროფია; სხვადასხვა გენეზის ანგიო- და ნეიროპათიები; ღამის მხედველობის გაუმჯობესება; გარემოს სტრესული ფაქტორებისგან დაცვა (მზე, ქარი, მტვერი, კვამლი, აუზის ქლორიანი წყალი); თვალის გადაღლის და დაძაბვის დროს (ღამით ტარება, ეკრანებთან ხანგრძლივი კონტაქტი, არასაკმარისად განათებული გარემო და სხვა). დოზირება და გამოყენების წესი
1-2 წვეთი თითოეულ თვალში დღეში 1-ჯერ ან რამდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით.