შემადგენლობა: რიბოფლავინი ნატრიუმის ფოსფატი (0.075%), E ვიტამინი ტოკოფერილ პოლიეთილენგლიკოლ სუქცინატის (TPGS) სახით, ნატრიუმის ჰიალურონატი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინის ჰიდროქლორიდი, L-ლეიცინი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი. არ შეიცავს კონსერვანტებს.
დროპ თერაპევტიკი წარმოადგენს ოფთალმოლოგიურ ხსნარს B2 (რიბოფლავინის), E ვიტამინის, ნატრიუმის ჰიალურონატის და ამინომჟავების საფუძველზე. ხსნარის შემადგენლობაში ტოკოფერილ პოლიეთილენგლიკოლ სუქცინატის (TPGS) სახით შემავალი E და B2 ვიტამინები ურთიერთქმედებენ ცრემლის აპკის გარეთა ლიპიდურ შრესთან და ქმნიან დამცავ ბარიერს ცრემლის სითხის ზედმეტად აორთქლების თავიდან აცილებისთვის. ნატრიუმის ჰიალურონატი მექანიკურად ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის მუცინურ შრესთან, აკავებს ტენიანობას და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას. ამინომჟავების სინერგიული მოქმედება უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის მკვებავ ფუნქციას, ამავდროულად არეგულირებს pH-ს და ცრემლის სითხის ოსმოლარულობას, აუმჯობესებს ეპითელიუმის დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორებისგან. ვიტამინი E (TPGS) ხელს უწყობს თვალის ზედაპირის დატენიანებას. ოფთალმოლოგიური ხსნარი ქმნის ოპტიმალურ პირობებს და შეიცავს ყველა მკვებავ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა თვალის ზედაპირის აღდგენისთვის ქირურგიული პროცედურების შემდეგ. დროპ თერაპევტიკი უზრუნველყოფს რქოვანას დატენიანებას ულტრაიისფერი დაზიანების დროს და შეიძლება გამოყენებული იყოს რქოვანას კროსლინკინგით მკურნალობის შემდეგ. დროპ თერაპევტიკი შეიძლება გამოყენებული იყოს კონტაქტური ლინზების გამოყენებისას.
გამოყენების ჩვენება: დროპ თერაპევტიკი ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა რქოვანას კროსლინკინგით; კერატოკონუსის მქონე პაციენტებისთვის; მშრალი თვალის სინდრომის დროს; თვალის რქოვანი გარსის მთლიანობის დარღვევისას; ჰიპერემიის დროს რეფრაქციული ქირურგიული ჩარევების შემდეგ; თვალის მექანიკური დაზიანების დროს გარეშე საგნების მოხვედრის შედეგად; თვალის ზედაპირის მეტაბოლური დაზიანების დროს; მავნე გარემო ფაქტორების ზემოქმედების დროს (დაბინძურებული ჰაერის, მიკროკლიმატის, ჰაერის კონდიციონირების ცვლილების დროს); იონიზირებული გამოსხივების ინტენსიური და ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
რეკომენდაციები გამოყენებისთვის: 1. საჭიროა კონტეინერის გახსნა და დამცავი ხუფის მოხსნა. 2. კონტეინერზე რბილად დაწოლით პაციენტმა უნდა ჩაიწვეთოს ორივე თვალში ერთი ან ორი წვეთი. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიმეოროს გაიმეორეთ ეს პროცედურა. მჭიდროდ უნდა დაეხუროს კონტეინერს გამოყენების შემდეგ: კონტეინერის გახსნიდან ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს ორი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 10მლ მრავალჯერადი მოხმარებისთვის, არ შეიცავს კონსერვანტებს-OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser).
გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. ინახება 30C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კომპონენტების აუტანლობის ან მათ მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში. არ გამოიყენება პროდუქტი, თუ დარღვეულია შეფუთვის ჰერმეტულობა. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ კონტეინერის წვერი არ ეხებოდეს თვალის ზედაპირს ან სხვა ზედაპირებს. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ეხება პროდუქტს, რომლის მთლიანობაც არ არის დარღვეული და რომელიც ინახება სათანადო პირობების დაცვით. პროდუქტის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაიკითხვა. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოყენების შემდეგ არ შეიძლება გარეთ გადაგდება. მან შეიძლება კვალი დატოვოს ზედაპირებსა ან ქსოვილებზე.
შენახვის წესი: გამოყენების შემდეგ საჭიროა კონტეინერის მჭიდროდ დახურვა. პროდუქტის დარჩენილი ნაწილი შეიძლება გამოყენებული იყოს გახსნიდან ორი თვის განმავლობაში. ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: შეფუთვის მთლიანობის შენარჩუნებისას პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვასა და კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. კონტეინერი ინახება გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.