აქტიური ნივთიერება: 250 მგ აცეტაზოლამიდი. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, PVP K-30, ტარტრაზინი, მაგნიუმის სტეარატი.
დიაზომიდი მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვენებით: - ღია კუთხოვანი ან მეორეული გლაუკომა (დაავადება, რომელიც იწვევს თვალშიდა წნევის მატებას); - მწვავე შეგუბებითი გლაუკომის (დაავადება, რომელიც იწვევს თვალშიდა წნევის მატებას) პრეოპერაციული მკურნალობა; - გულის შეგუბებითი უკმარისობის სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში (სუნთქვის უკმარისობა გულის უკმარისობის გამო, შეშუპება, ღვიძლის მნიშვნელოვან გადიდებასთან დაკავშირებული დარღვევები) და სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული მეორეული - შეშუპების მკურნალობასთან კომბინაციაში. - დამხმარე თერაპია ეპილეფსიის მკურნალობის დროს; - სიმაღლის დაავადების მწვავე ეპიზოდის სიმპტომების პროფილაქტიკა და გაუმჯობესება
მიღება: მოზრდილებში ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს დამხმარე თერაპიის მიზნით ინიშნება 1 ცალი 250 მგ-იანი ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში. მოზრდილებში მეორეული გლაუკომის და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს ოპერაციამდე ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში. მწვავე გლაუკომის ცალკეულ შემთხვევებში საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ-ს, ხოლო შემდეგ 125-250 მგ-ს ყოველ 4 საათში. დღეში 1000 მგ-ზე მეტი რაოდენობით მიღებისას დამატებითი ეფექტები არ გამოვლენილა. ეპილეფსია (გულყრა): მოზრდილებში ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალოდ ინიშნება 250- 1000 მგ დღეში. მოზრდილებში სხვა ანტიკონვულსანტებთან (გულყრის საწინააღმდეგო) ერთად მიღებისას, საწყისი დოზა შეადგენს 250 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში. ოპტიმალური დღიური დოზა არის 375-1000 მგ, თუმცა ცალკეულ პაციენტებში უფრო მცირე დოზაზეც აღინიშნება ეფექტი. გულის შეგუბებითი უკმარისობა (გამოხატული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის უკმარისობით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით, ღვიძლის გადიდებით) ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული
მეორეული შეშუპება: ჩვეულებრივი დიურეზის (გაძლიერებული დიურეზის) დროს მიიღება 250-375 მგ (1-1.5 ტაბლეტი). პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ ან ყოველ მეორე დღეს; წყვეტილი მკურნალობა რეკომენდებულია ეფექტის შესანარჩუნებლად. პრეპარატი გულის შეგუბებითი უკმარისობის და აციდოზის (სისხლში მჟავის ჭარბი დაგროვება) დროს გამოიყენება მცირე ხნით, შემდეგ კი საჭიროა ელექტროლიტების რაოდენობის განსაზღვრა.
მწვავე სიმაღლის დაავადება: დღიური დოზა შეადგენს 500-1000 მგ-ს (2-4 ტაბლეტი). სწრაფი ასვლის საჭიროებისას, მაგალითად სამაშველო ან სამხედრო ოპერაციების დროს, რეკომენდებულია დღეში 1გ-ის მიღება. მკურნალობის დაწყება სასურველია სიმაღლეზე ასვლამდე 24-48 საათით ადრე, იგი უნდა გაგრძელდეს სიმაღლეზე ასვლის დროს და სიმაღლის მიღწევიდან მინიმუმ 48 საათის განმავლობაში. სიმაღლეზე სწრაფი ასვლის დროს დიაზომიდის მიღების მიუხედავად, საჭიროა სიმაღლიდან დაუყოვნებლივ დაშვება სიმაღლესთან დაკავშირებული დაავადების ისეთი სიმპტომების განვითარებისთანავე, როგორიცაა ფილტვის შეშუპება ან თავის ტვინის შეშუპება.
შენახვის წესები. დიაზომიდი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.