ალოფარდი წვეთები თვალის 0.3% 10მლ ფლაკონი #1
ალოფარდი წვეთები თვალის 0.3% 10მლ ფლაკონი #1

ალოფარდი წვეთები თვალის 0.3% 10მლ ფლაკონი #1

იტალია

ომისან ფარმაციუტკლსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 0,30% ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერას გელი.

ჰიალურონის მჟავა: იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ლორწოვანის ზედაპირს. აუმჯობესებს სხვადასხვა გენეზის თვალის სიმშრალეს. ხელს უწყობს რქოვანას ტრავმების რეეპითელიზაციას-რეგენერაციას.

ალოე ვერას გელი: გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ავლენს მარეგენირებელ მოქმედებას. ხსნის კონიუნქტივას შეშუპებას და სიწითლეს. შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებიდან გამომდინარე ალოფარდი ამშვიდებს და ატენიანებს თვალის ლორწოვანს, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებადობას.

ჩვენება: მშრალი კერატოკონიუნქტივიტი; რქოვანას ტრავმა; თვალზე ჩატარებული ლაზერული ოპერაციების შემდგომი პერიოდი; დაღლილი და გაღიზიანებული თვალი; ცრემლსადენი მილის არატრავმული-არაპათოლოგიური ცვლილებები; გარემო ფაქტორებით (ქარი, მტვერი, კონდიციონერი, მშრალი და დაბინძურებული ჰაერი და ა.შ) გამოწვეული თვალის პრობლემები; ვიზუალური სტრესი (მონიტორთან ხანგრძლივი კონტაქტი, განათების არახელსაყრელი პირობები, ღამის გასეირნება და ა.შ); შესაძლებელია მისი გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებისას

დოზირების მეთოდი: 1-2 წვეთი 1 X დღეში კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად, თუ 1 წვეთის მიღების შემდგომ ეფექტი არ დადგა, მე-2 წვეთის ჩაწვეთება უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან 5 წუთის ინტერვალით. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას საჭიროების შემთხვევაში ალოფარდის წვეთის მოთავსება ხდება ლინზის შიდა ზედაპირზე. გამოყენება შესაძლებელია 3 თვის ასაკიდან ბავშვებში და მოზრდილებში

გამოყენების წესი: საწვეთურის გახსნამდე საჭიროა ხელების დაბანა, ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში საწვეთურზე თითის მსუბუქი ზეწოლით, უნდა მოარიდონ საწვეთურის ზედაპირის პირდაპირი კონტაქტი თვალის ლორწოვანთან; პრეპარატის თანაბრად გადასანაწილებლად თვალი რამოდენიმეჯერ უნდა დაახამხამონ; მეორე თვალზე გამოყენების საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს იგივე პროცედურის განმეორება; პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დაახურონ თავსახური საწვეთურს.

სიფრთხილის ზომები: პრეპარატი არ გამოიყენება შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში, თვალის გაღიზიანების გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

შენახვის წესი: ინახება მშრალ ადგილას 5-35C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10მლ ფლაკონში მოთავსებული თვალის წვეთი #1.

ვარგისიანობის ვადა: პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში. პრეპარატი გამოსაყენებლად ვარგისია გახსნიდან 90 დღის მანძილზე.

მწარმოებელი: იტალია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ომისან ფარმაციუტკლსი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ჰიალურონის მჟ
დოზა
0.3%
ფორმა
წვეთები თვალის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი