სოლგარი-გინკგო ბილობა
შემადგენლობა
- სტანდარტიზებული გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი
- (გინკგოს ფლავონური გლიკოზიდები 14.4მგ [24%]) – 60მგ
- გინკგო ბილობას ფოთლის ფხვნილი - 30მგ
ჩვენება
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც თან ახლავს მენტალური და კოგნიტური დარღვევები:
- ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ძილის დარღვევა, შფოთვისა და შიშის შეგრძნებების გამძაფრება.
- დემენცია (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატულიც).
- მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში.
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, არტერიოპათია), რომელსაც თან ახლავს: ტკივილი მოძრაობის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
- შარკოს სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, ქრონიკული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს.
- რეინოს სინდრომი.
- ნეიროსენსორული დარღვევები (სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია).
- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია.
- დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
დოზირება
მიიღეთ თითო მცენარეული კაფსულა მინიმუმ 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.
არ მიიღება 18 წლამდე.
შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.