ნოდუს დეი ტაბლეტი  #30

ნოდუს დეი ტაბლეტი #30

თურქეთი

ჰონორ ილაჩ სანი
პროდუქტის შესახებ
დასახელება - ნოდუს დეი ტაბლეტი /თურ/ #30
საკვები დანამატი
დამამშვიდებელი საშუალება სტრესისა და გაღიზიანების დროს.
შემადგენელი კომპონენტები 1 ტაბლეტი შეიცავს % RDA*
მელისას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი - 80 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი)-ეკვ 75 მგ
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი 50 მგ
ლავანდას ყვავილის მშრალი ექსტრაქტი - 25 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) ეკვ 1.4 მგ

*RDA-რეკომენდებული დღიური დოზა
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტალკი, სორბიტოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, ლეციტინი.
ნოდუს დეი რეკომენდებულია დღის განმავლობაში ინტენსიური სტრესის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებისა და მღელვარების პერიოდებში.
ნოდუს დეი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს მაგნიუმს, ვიტამინ B6-ს, ლავანდის, სვიის გირჩის და მელისას მცენარეულ ექსტრაქტებს. ვიტამინი B6 არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას, ხოლო მაგნიუმთან ერთად
კომბინაციაში ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს სისუსტეს და დაღლილობას. პრეპარატის შემადგენლობა გამდიდრებულია იშვიათი მცენარეული ექსტრაქტებით.
გამოყენების წესი: 1-2 ტაბლეტი დღეში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. საკვები დანამატი განკუთვნილია როგორც მოზრდილების ასევე ბავშვებისათვის, არ იწვევს დამოკიდებულებას.
შეფუთვა: 30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე 15-25რC, არ მოათავსოთ მზის პირდაპირ შუქზე.შეინახეთ საკვები დანამატები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰონორ ილაჩ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბარამბო+სვიის გირჩი+ლავანდა+ვიტ ბ-6+მგნიუმი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი