მემანტინი ბიოგარანი ტაბლეტი 10მგ #56
მემანტინი ბიოგარანი ტაბლეტი 10მგ #56

მემანტინი ბიოგარანი ტაბლეტი 10მგ #56

საფრანგეთი

ფარმეა

მემანტინი ბიოგარან გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

მემანტინი ბიოგარანი ტაბლეტი 10მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებაა:

  • მემანტინის ჰიდროქლორიდი -10 მგ
  • მემანტინის ექვივალენტი - 8,31 მგ


ჩვენება:

​მემანტინი ბიოგარან შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მემანტინის ჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დემენციის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.
მეხსიერების დაკარგვა ასოცირებული ალცჰეიმერის დაავადებასთან გამოწვეული ტვინში გაგზავნილი შეტყობინების სიგნალების დარღვევით. ტვინი შეიცავს რეცეპტორებს სახელწოდებით N-მეთილ-D-ასპარტეტის (NMDA) რეცეპტორები, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული სიგნალების გადაცემაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დასწავლასა და დამახსოვრებაში. მემანტინი ბიოგარან მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით NMDA რეცეპტორის ანტაგონისტები. მემანტინი ბიოგარან მოქმედებს ამ NMDA-ს რეცეპტორებზე, რაც აუმჯობესებს ნერვული სიგნალის გადაცემას და მეხსიერებას.
მემანტინი ბიოგარან გამოიყენება ზომიერი და მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.


დოზირება:

მოზრდილებისა და ხანდაზმულთათვის მემანტინი ბიოგარან®-ის რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად, ეს დოზა მიიღწევა ეტაპობრივად შემდეგი ყოველდღიური მკურნალობის რეჟიმის მიხედვით:

  • 1 კვირა ნახევარი 10 მგ-იანი ტალეტი
  • მე-2 კვირა ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი
  • მე-3 კვირა ერთ ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტი
  • მე-4 კვირა და შემდგომ ორი 10 მგ ტაბლეტი ან ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ

მკურნალობის დასაწყისში დაიწყებთ 5 მგ დოზის დღეში ერთხელ (ანუ ნახევარი 10 მგ-იანი ტაბლეტის) მიღებით. ეს დოზა გაიზრდება 5 მგ-ით ყოველ კვირას რეკომენდებული (შემანარჩუნებელი) დოზის მიღწევამდე. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ (1x10 მგ) მეორე კვირაში და ერთნახევარ ტაბლეტამდე დღეში ერთხელ მესამე კვირაში. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზაა 20 მგ (10 მგ-იანი 2 ტაბლეტი ან 20 მგ-იანი 1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, რომელიც მიიღება მეოთხე კვირის დასაწყისში.

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის:
თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ექიმი გადაწყვეტს თქვენი მდგომარეობის შესაბამის დოზას. ამ შემთხვევაში თქვენი თირკმელების ფუნქციონირება უნდა აკონტროლოს ექიმმა განსაზღვრული ინტერვალებით.


მიღების წესი:

მემანტინი ბიოგარან-ი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ. პრეპარატის ეფექტის უზრუნველსაყოფად, მიიღეთ ის რეგულარულად ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.


შენახვა:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე და გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმეა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
მემანტინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
56
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი