პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - carbidopa, levodopa
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო დოპამინერგული საშუალებები
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, საღებავი ინდიგოტინი (E132), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. დოფამინერგიული საშუალებები.
გამოყენების ჩვენებები
პარკინსონის დაავადების და პარკინსონიზმის სინდრომის მკურნალობა.
დოზები და მიღების წესი
შიგნით მიღებისთვის.
ოპტიმალური სადღეღამისო დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ფრთხილი მომატების გზით. ლევოკომის 250 მგ/25 მგ ტაბლეტებში ლევოდოპას და კარბიდოპას შორის თანაფარდობა შეადგენს 10:1.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად.
ზოგადი ინფორმაცია
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე. აუცილებელია როგორც ერთჯერადი დოზის, ასევე პრეპარატის მიღების სიხშირის შერჩევა.
კვლევები აჩვენებენ, რომ პერიფერიული დიჰიდროქსიფენილალანინ-დეკარბოქსილაზას ინჰიბირება (გაჯერება) ხდება კარბიდოპას 70 მგ-დან 100 მგ-მდე სადღეღამისმო მიწოდებისას. იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კარბიდოპას ნაკლებ დოზას, გულისრევისა და ღებინების განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.
პრეპარატი ლევოკომით® მკურნალობის დაწყების შემდეგ სტანდარტული პრეპარატების მიღება პარკინსონიზმის მკურნალობისთვის (იმ პრეპარატების გარდა, რომლებიც მხოლოდ ლევოდოპას შეიცავენ), შეიძლება გაგრძელებულ იქნას, ამასთან შეიძლება საჭირო გახდეს მათი დოზის კორექტირება.
სტანდარტული საწყისი დოზირება
საწყისი დოზა შეადგენს ქ ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. მიუხედავად ამისა, ასეთი დოზა ბევრი პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი კარბიდოპას ოპტიმალური კონცენტრაციის მისაღწევად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება ქ ტაბლეტით გაზრდილ იქნას ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ, სანამ არ იქნება მიღწეული ოპტიმალური პასუხი. ამასთან არ შეიძლება მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.
ლევოდოპით თერაპიიდან გადასვლა
ლევოდოპას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მინიმუმ 12 საათით ადრე პრეპარატი ლევოკომით მკურნალობის დაწყებამდე (24 საათით ადრე პირველი დოზის მიღებამდე, თუ გამოიყენება შენელებული გამონთავისუფლების ლევოდოპას პრეპარატები). პრეპარატი ლევოკომის სადღეღამისო დოზა უნდა უზრუნველყოფდეს ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20%-ს.
პაციენტების უმრავლესობისთვის, რომლებიც ღებულობენ 1500 მგ-ზე მეტ ლევოდოპას დღეში, რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1 ტაბლეტი 3 ან 4-ჯერ დღეში.
მხარდამჭერი მკურნალობა
მკურნალობა ინდივიდუალურია. დოზა განისაზღვრება პრეპარატზე თერაპიული პასუხის საფუძველზე.
საჭიროებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ქ-1 ტაბლეტით ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ამასთან მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 8 ტაბლეტს. კარბიდოპას დღეში 200 მგ მეტი დოზით გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
გვერდითი მოქმედება
მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის მიღებისას, დაკავშირებული დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია სემცირდეს, პრეპარატის დოზის შემცირებით. მეტნაკლებად ხშირ არასასურველ რეაქციად გვევლინება დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის აუცილებელ სემცირებას არის კუნთების მოძრაობა და ბლეფაროსპაზმი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124135
ჯენერიკი
ლევოდოპა+კარბიდოპა