პროდუქტის შესახებ
დასახელება - ჰალოპერიდოლი 5მგ 1მლ
ჩვენებები
პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნება: მანია, დემენცია, ოლიგოფრენია, ფსიქოპათია, მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია, ალკოჰოლიზმი. ბოდვები და ჰალუცინაციები: მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია, პარანოიდული შიზოფრენია, მწვავე კონფუზია. ჰანტინგტონის ქორეა, ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი.
სხვა ჩვენებები ტაბლეტების და წვეთების გამოყენებისათვის:
აგზნება მოხუცებულ ასაკში, აგრესიულობა, იძულებითი მიგრაცია. ენაბლუობა, ღებინება. ქცევის და ხასიათის ცვალებადობა ბავშვებში.
ქრონიკული ტკივილის შემცირების დროს პრეპარატი წარმოადგენს დამხმარე საშუალებას ძლიერად მოქმედი ანალგეტიკებისათვის.
პრეპარატის საინექციო სახით გამოყენება ნაჩვენებია სწრაფი ჩარევისათვის (მაგალითად, ფსიქომოტორული მოუსვენრობა, ან თუ პრეპარატის პერორალური გამოყენება შეუძლებელია). მწვავე მოუსვენრობა მთვრალ მდგომარეობაში, აგზნება თეთრი ცხელების დროს, აგზნების მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა და სხვა).
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზირება ინდივიუალურია და საწყისი დოზა დგინდება ავადმყოფის ასაკის, სიმპტომების სიმძიმის ხარისხის და ავადმყოფის რეაქციით სხვა ნეიროლეფსიურ პრეპარატებზე. მოხუცებულ და დასუსტებულ ავადმყოფებში ინიშნება დაბალი დოზები. ბავშვებში ჰალოპერიდოლი ინიშნება მხოლოდ წვეთების სახით.
ტაბლეტების და წვეთების დოზირება:
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მწვავე ფაზაში _ 2,25-18მგ დღეში, ქ1/2-4 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში, ან 7-60 წვეთი 3 ჯერ დღეში.
მისი ნეიროლეფსიური მოქმედების გამოყენებისას ინიშნება პრეპარატის დიდი დოზები, ფსიქომოტორული აგზნებისას _ დაბალი დოზები.
ბავშვებში გამოყენება მხოლოდ წვეთების სახით:
მხოლოდ ფსიქოზების სამკურნალოდ _ საწყისი დოზა შეადგენს:
3 წლის ასაკიდან 5 წლამდე _ 2 წვეთი 2 ჯერ დღეში (დილით და საღამოს);
5 წლის ასაკიდან 15 წლამდე _ 5 წვეთი 2 ჯერ დღეში (დილით და საღამოს).
საბავშვო დოზის განსაზღვრა: 0,1მგ/3 კგ სხეულის წონაზე, 2-3 ჯერ დღეში. თუ აუცილებელია, საწყისი დოზა იზრდება სამკურნალო ეფექტის მიღებამდე, შემდეგ მცირდება ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ნეიროლეფსიური საშუალების სახით ინიშნება 1-3მგ ორალურად 3 ჯერ დღეში, არა უმეტეს 10-20მგ-სა 3 ჯერ დღეში. ფსიქომოტორული აგზნების საწინააღმდეგოდ ინიშნება 0,5-1მგ 3 ჯერ დღეში, არა უმეტეს 2-3მგ-სა 3 ჯერ დღეში.
თუ კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება, პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 1 თვე.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
კომატოზური მდგომარეობა;
ნევროლოგიური დაავადებები თამნხლები პირამიდალური და ექსტრაპირამიდული სიმპტომებით;
ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, გამოწვეული ალკოჰოლის მიღებით ან სხვა პრეპარატების დამთრგუნველი მოქმედებით. ბაზალური განგლიების დაზიანება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
142605