მოქმედი ნივთიერება: ტოფიზოპამი ჩვენება: გამოიყენება ფსიქიური(ნევროზული) და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ხასიათდება შფოთვით, დაძაბულობით, ნერვული სისტემის დარღვევით. ამასთან გრანდაქსინს არ გააჩნია ისეთი ეფექტი, რომელიც ასუსტებს კუნთებს. უკუჩვენება: პრეპარატის მიმართ ალერგიის შემთხვევაში; სუნთქვის უკმარისობა; ორსულობის და ლაქტაციის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება გრანდაქსინით მკურნალობისას. მკურნალობის დასაწყისში აკრძალულია ავტონმანქანის მართვა. ასევე საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი(ლაქტულიზის შემცველობის გამო). დოზირება: ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის არის 1-2 ტაბ. 1-3ჯერ დღეში. გვერდითი ეფექტები: აპეტიტის დაკარგვა; ყაბზობა; გაღიზიანება; გულისრევა. შენახვა: არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს. მწარმოებელი: ეგის ფარმაციუტიკალსი, უნგრეთი