უძილობა, ღამის მოუსვენრობა ხანდაზმული ასაკის პირებში.
მოქმედი ნივთიერება: ფენიბუტი
1 ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ფენიბუტს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი; კარტოფილის სახამაბელი, კალციუმის სტეარატი.
ასთენიური და შფოთვითი-ნევროზული მდგომარეობები: მოუსვენრობა, შიში, შფოთვა.
უძილობა, ღამის მოუსვენრობა ხანდაზმული ასაკის პირებში.
სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ.
მენიერის დაავადება, თავბრუსხვევები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ვესტიბულური ანალიზატორის სხვადასხვა წარმოშობის დისფუნქციასთან.
კინეტოზის პროფილაქტიკა (სპეციფიკური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს გულისრევა, ღებინება, პროსტრაცია და ვესტიბულური დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია ყოფნით მოძრავ ობიექტში, როგორიცაა გემი ან თვითმფრინავი).
ენაბორძიკობა, ტიკები 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორც დამხმარე საშუალება ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობის დროს.
ფენიბუტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამო სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიით. ფენიბუტის გამაღიზიანებელი მოქმედებისაგან ლორწოვანი გარსის დაცვისთვის ამ პაციენტებში უნდა დაინიშნოს უფრო დაბალი დოზები და სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენებოდეს ჭამის შემდეგ.
ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს სისხლის უჯრედული შემადგენლობა და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლები.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმები, ლაქტაზის უკმარისობა ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო საშუალება.
ფენიბუტი-ასტრაფარმი მიიღება პეორალურად, ჭამის წინ. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, წყლის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ ფენიბუტის გამაღიზიანებელი მოქმედების შემცირების მიზნით (იხილეთ ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“) შესაძლებელია მისი მიღება ჭამის შემდეგ.
ასთენიური და შფოთვით-ნევროზული მდგომარეობების დროს მოზრდილებში უნდა დაინიშნოს 250-500 მგ (1-2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 3-ჯერ. ყველაზე მაღალი ერთჯერადი დოზები: მოზრდილებისთვის- 750 მგ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის- 500 მგ.
მკურნალობის კურსი შადგენს 2-3 კვირას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 4-6 კვირამდე.
8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში: 250 მგ (1 ტაბლეტი) დღე-ღამეში 3-ჯერ.
შესაძლებელია ფენიბუტი-ასტრაფარმი 250 მგ ტაბლეტების გამოყენება ალტერნატიული წამლის ფორმის სახით.
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-6 კვირას.
მენიერის დაავადება და თავბრუსხვევა, რომლებიც დაკავშირებულია ვესტიბულური აპარატის სხვადასხვა წარმოშობის დისფუნქციასთან.
ვესტიბულური აპარატის ინფექციური წარმოშობის დისფუნქციის და მენიერის დაავადების გამწვავების პერიოდში უნდა დაინიშნოს ფენიბუტი-ასტრაფარმი-ს 750 მგ (3 ტაბლეტი) დღე-ღამეში 3-ჯერ, 5-7 დღის განმავლობაში. ვესტიბულური დარღვევების გამოვლინებების შემცირებისას: 250-500 მგ (1-2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 3-ჯერ, 5-7 დღის განმავლობაში, და შემდეგ 250 მგ დღე-ღამეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში. დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას ფენიბუტი-ასტრაფარმი უნდა იქნას გამოყენებული დოზით 250 მგ (1 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-ჯერ 5-7 დღის განმავლობაში და შემდეგ- 250 მგ დღე-ღამეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.
ვესტიბულური აპარატის სისხლძარღვოვანი და ტრავმული გენეზის დისფუნქციისას თავბრუსხვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაინიშნოს ფენიბუტი-ასტრაფარმი დოზით 250 მგ დღე-ღამეში 3-ჯერ 12 დღის განმავლობაში.
კინეტოზის პროფილაქტიკისთვის სამკურნალო საშუალება მიიღება დოზით 250-500 მგ ერთჯერადად, მოსალოდნელი რწევის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ან რყევით გამოწვეული პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე.
ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომის კუპირებისთვის მკურნალობის პირველ დღეებში ფენიბუტი-ასტრაფარმი ინიშნება დოზით 250-500 მგ დღეში 3-ჯერ და 750 მგ ძილის წინ, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით მოზრდილების ჩვეულებრივ დოზამდე.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით:
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰეპატოტოქსიკურობა. პაციენტების ამ ჯგუფში უნდა დაინიშნოს უფრო დაბალი დოზები.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით:
თერაპიული დოზების გამოყენებისას არ არსებობს მონაცემები ფენიბუტი-ასტრაფარმი-ს არასასურველი მოქმედების შესახებ პაციენტებზე თირკმლის ფუნქციის დარღვევებით.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს არ იყო გამოვლენილი წამლისმიერი დამოკიდებულების, მოხსნის სინდრომის განვითარება.
ინფორმაცია ფენიბუტის მიმართ ტოლერანტობის ერთეული შემთხვევების შესახებ შეიძლება მოიძებნოს ლიტერატურულ წყაროებში.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.