არლევერტი ტაბლეტი 20მგ+40მგ #50
არლევერტი ტაბლეტი 20მგ+40მგ #50

არლევერტი ტაბლეტი 20მგ+40მგ #50

გერმანია

ჰენიგ არცნაიმიტელი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის: ცინარიზინი 20 მგ და დიმენჰიდრინატი 40 მგ. დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჰიპრომელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი და ნატრიუმის კროსკარმელოზა.

ჩვენება: თითოეული ამ ნივთიერების მოქმედება მიმართულია თავბრუსხვევის და გულისრევის (ღებინების მოახლოვების შეგრძნება) სიმპტომების შესუსტებისკენ. ამ ნივთიერებების კომბინირებული მიღების შემთხვევაში ჯამური ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტურობას. არლევერტი გამოიყენება მოზრდილებში სხვადასხვა სახის თავბრუსხვევის სამკურნალოდ. თავბრუსხვევა შეიძლება გამოწვეულ იქნას სხვადასხვა მიზეზით. არლევერტი პაციენტს დაეხმარება ყოველდღიური მოვალეობების შესრულებაში, რასაც ხელს უშლის თავბრუსხვევა.

უკუჩვენება: 18 წლამდე ასაკი; ალერგია ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენილდიჰიდრამინის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ალერგია სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ (მაგალითად, ასტემიზოლზე, ქლორფენირამინზე ან ტერფენადინზე, რომლებიც გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების სახით). აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე; თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ეპილეფსია; მომატებული ქალასშიდა წნევა (მაგალითად, სიმსივნის გამო); ალკოჰოლიზმი; დარღვევები პროსტატის მხრივ, რის შედეგადაც გაძნელებულია შარდვა; ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა.არლევერტის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად: არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს დისპეფსია (კუჭის მოუნელებლობა), რომლის გამოვლინების შემცირება შეიძლება ტაბლეტების მიღებით ჭამის შემდეგ. არლევერტის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა.

ორსულობა, ლაქტაცია და შვილოსნობის ფუნქცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

პრეპარატ არლევერტის მიღების წესი: მოცემული სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა: თითო ტაბლეტი 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია არლევერტის მიღება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. ექიმი გაცნობებთ, თუ საჭიროა არლევერტის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.

დოზის გადაჭარბება: შემთხვევით დიდი რაოდენობის ტაბლეტის მიღების ან ბავშვის მიერ ტაბლეტის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრეპარატ არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დაღლილობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გუგების გაფართოვებას და შარდვის დარღვევას. შეიძლება გამოუვლინდეს პირის სიმშრალე, სახის გაწითლება და გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ასევე ოფლიანობა და თავის ტკივილი. პრეპარატ არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეტევებს, ჰალუცინაციას, არტერიული წნევის მომატებას, კანკალს, მომატებულ აგზნებადობას, სუნთქვის გაძნელებას. შეიძლება დადგეს კომა.

მიღების გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღება. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

მიღების შეწყვეტა: დაუშვებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა ექიმის გარეშე. პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში თავბრუსხვევის სიმპტომები შეიძლება ისევ გამოვლინდეს. მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

შესაძლო გვერდითი მოქმედება: ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და ტკივილი მუცლის არეში. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, არლევერტის მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰენიგ არცნაიმიტელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
დიმენჰიდრინატი+ცინარიზინი
დოზა
20მგ+40მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი