ამიტრიპტილინი გრინდექსის ტაბლეტები ნაჩვენებია ნებისმიერი ეტიოლოგიის დეპრესიების დროს, სედატიური ეფექტის გამოხატულების მიხედვით განსაკუთრებით ეფექტურია განგაშის ფონზე მიმდინარე დეპრესიული მდგომარეობებისას.
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი დაფარული გარსით, შეიცავს 25 მგ ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
გარსით დაფარული 25 მგ-იანი ტაბლეტები
ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ლურჯი საღებავი _ Opadry II Blue, კარნაუბის ცვილი.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ.
უკუჩვენებანი:
ინიშნება შიგნით მისაღებად (ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ).
საწყისი დღე-ღამური დოზა შიგნით მიღებისას შეადგენს 50-75 მილიგრამს ( 25 მგ 2-3 მიღებაზე), შემდეგ დოზას თანდათანობით ადიდებენ კიდევ 25-50 მგ-ით, სასურველი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღწევამდე. ოპტიმალური დღეღამური თერაპიული დოზა შეადგენს 150-200 მილიგრამს (დოზის მაქსიმალური ნაწილი მიიღება ღამით). თერაპიის მიმართ რეზისტენტული მძიმე დეპრესიების დროს დოზას ზრდიან 300 მილიგრამამდე და კიდევ მეტად, მაქსიმალურ ასატან დოზამდე (ამბულატორიული ავადმყოფებისათვის მაქსიმალური დოზა შეადგენს 150 მგ/დღეღამეში). ამ შემთხვევებში მკურნალობა მიზანშეწონილია დავიწყოთ პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანით, ამასთან უფრო მაღალი საწყისი დოზების გამოყენებით, დოზების ზრდის დაჩქარებით სომატური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ.
მდგრადი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღწევის შემდეგ 2-4 კვირის თავზე დოზებს თანდათან და ნელ-ნელა ამცირებენ. დოზების შემცირებისას დეპრესიის ნიშნების გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ისევ საწყის დოზაზე დაბრუნება.
თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის 3-4 კვირის შემდეგ, მაშინ მკურნალობის შემდგომი გაგრძელება აღარაა მიზანშეწონილი.
ხანშიშესული პაციენტებისათვის, მსუბუქი დარღვევების შემთხვევაში, ამბულატორიულ პრაქტიკაში, დოზები შეადგენს 25-50-100 მგ-ს (მაქსიმუმ) დაყოფილ დოზებად ან დღე-ღამეში ერთჯერ ძილის წინ.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ენურეზისას 12,5-25 მგ ძილის წინ (დოზა არ უნდა აჭარბებდეს ბავშვის წონაზე გადათვლით 2,5 მგ/კგ-ს).
შაკიკის პროფილაქტიკისათვის, ნევროზული ხასიათის ქრონიკული ტკივილებისას (მათ შორის, ხანგრძლივი თავის ტკივილებისას) 12,5-25 მგ-დან 100 მგ-მდე დღე-ღამეში.
შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!