ადეპი ტაბლეტი 30მგ #30

ადეპი ტაბლეტი 30მგ #30

მალტა

კომბინო ფარმა

ადეპი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ადეპი ტაბლეტი 30მგ

შემადგენლობა:

​ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია-მირტაზაპინი 30 მგ
დამხმარე საშუალებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი ,ხორბლის სახამებელი , ჰიდროქსიპროპილცელულოზა ,კოლოიდური სილიკონ დიოქსიდი ,მაგნიუმის სტეარატი.


ჩვენება:

ადეპი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასს. როგორც წესი ,ეფექტი ვლინდება 2-4 კვირის შემდეგ.
ადეპი გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ.
თუ ექიმმა ეს პრეპარატი დაგინიშნათ სხვა მიზნებისთვის ,დაიცავით ექიმის მითითებები.


გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ადეპის მიღებისას:

  • თუ გაქვთ ეპილეფსია (შეტევები) ან ნებისმიერი მსგავსი თავის ტვინის დაავადება.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება (მაგ. სიყვითლე)
  • თუ გაქვთ თირკმლის დაავადება
  • თუ გაქვთ გულის დაავადება
  • თუ გაქვთ მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
  • თუ გაქვთ ფსიქოტური დარღვევები ,მაგ. შიზოფრენია ან მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა (ცვალებადი პერიოდები ეიფორიით/ჭარბი ენერგიით და ცუდი გუნებაგანწყობით)
  • თუ გაქვთ ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ,გვიანი გამოვლინების
  • თუ გაქვთ გლაუკომა- თუ გაქვთ შარდვის დარღვევები (მაგ. პროსტატის გადიდების გამო) - თუ დაქვეითებული გაქვთ ინფექციისადმი რეზისტენტობა. თუ მირტაზაპინით მკურნალობის დროს აღინიშნა ლეიკოპენიის შემთხვევები ,დაუკავშირდით ექიმს.

უთხარით თქვენს ექიმს ,თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა.


დოზირება:

​ექიმი აგიხსნით ,თუ რა დოზით უნდა მიიღოთ პრეპარატი.

მოზრდილები:

საწყისი სადღეღამისო დოზა არის 15-30 მგ. ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს ყველაზე ეფექტური სადღეღამისო დოზის მისაღწევად. ოპტიმალური მკურნალობისათვის მნიშვნელოვანია ,რომ ადეპი მიიღოთ ყოველ დღე.

ხანდაზმულები:

დოზა არის იგივე ,როგორიც მოზრდილებში.

ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე:
მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.

აბი მიიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს , უმჯობესია ერთჯერადად ,ძილის წინ. Yთუ ექიმი გირჩევთ ,სადღეღამისო დოზა შეიძლება მიიღოთ ორ მიღებაზე: ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს. უფრო მაღალი დოზა უნდა მიიღოთ საღამოს.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით , დაუღეჭავად ,ვინაიდან ტაბლეტები არის მწარე. შეიძლება ტაბლეტების ორ ნაწილად გაყოფა.
მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებით.


შენახვა:

შეინახეთ არა უმეტეს 25 C-ზე. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კომბინო ფარმა
ქვეყანა
მალტა
ჯენერიკი
მირტაზაპინი
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი