ვოლტარენი რეტარდი 100მგ – დღეში ერთხელ მისაღები ტაბლეტი ზურგისა და სახსრების ქრონიკულ ტკივილზე. 30 ტაბლეტი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.
გამოიყენება სახსრების ანთების (ართრიტი), სახსრების ტკივილისა და ფორმის ცვლილების (რევმატოიდული ართრიტი), ზურგის ტკივილის, კისრისა და გულმკერდის ჩონჩხის სახსრების გაუხეშებითა და პროგრესირებადი ტკივილით მიმდინარე რევმატიზმის (ანკილოზური სპონდილიტი) სიმპტომებისა და ნიშნების სამკურნალოდ.
ასევე გამოიყენება პოდაგრასთან დაკავშირებული სახსრების ანთების (მწვავე და ქრონიკული ართრიტი), ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილებისა და ოპერაციის შემდგომი ტკივილის (პოსტოპერაციული ტკივილის) სამკურნალოდ.
რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 100–150 მგ (ვოლტარენი 100 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი — 1 ტაბლეტი დღეში და/ან აღნიშნული პროდუქტის სხვა დოზა — ვოლტარენი SR 75 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი — დღეში 2-ჯერ).
უფრო მსუბუქი შემთხვევების დროს გამოიყენება ისეთი დოზა, როგორც ხანგრძლივი მკურნალობისას: 75–100 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნული დოზა ზოგადად საკმარისია.
თუ ჩივილები დილით და/ან ღამით უფრო მატულობს, სასურველია ვოლტარენის მიღება საღამოობით.
ვოლტარენი უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყლით და/ან სხვა სითხით. რეკომენდებულია ვოლტარენის მიღება საკვებთან ერთად.
არ გამოიყენოთ, თუ:
თუ ვოლტარენს ღებულობთ, ბავშვი ძუძუთი არ უნდა გამოკვებოთ, რადგან ეს ბავშვისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს.
ვოლტარენი შეინახეთ ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში.
შეინახეთ <30°C ოთახის ტემპერატურაზე.