რობაქსისალ კომპუესტო ტაბლეტი 380მგ+300მგ #50
რობაქსისალ კომპუესტო ტაბლეტი 380მგ+300მგ #50

რობაქსისალ კომპუესტო ტაბლეტი 380მგ+300მგ #50

ესპანეთი

ფაეს ფარმა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Methocarbamol,Paracetamol

რას წარმოადგენსრობაქსისალ კომპუესტო და რისთვის გამოიყენება:
რობაქსისალ კომპუესტო წარმოადგენს ანალგეზიური, ანტიპირეტული (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი) საშუალებისა და მიორელაქსანტის კომბინაციას.
რობაქსისალ კომპუესტო ამცირებს ტკივილს და კუნთების დაჭიმულობას მტკივნეული კუნთოვანი სპაზმის დროს.
მეთოკარბამოლით მკურნალობა შეძლებისდაგვარად ხანმკლე უნდა იყოს. ექიმი მოგიხსნით მედიკამენტს ტკივილის გაქრობისთანავე.
რობაქსისალ კომპუესტოს მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზებია:
ზრდასრული პაციენტები
რეკომენდებული დოზა არის 2 ტაბლეტი 4-6-ჯერ დღეში, სიმპტომების სიმწვავის შესაბამისად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 12 ტაბლეტს, ხოლო მიღებათა შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათი.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტები ტკივილისა და კუნთოვანი სპაზმის შესამცირებლად ნაკლებ დოზას საჭიროებენ. რეკომენდებულია 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.
თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები
ასეთი პაციენტები საჭიროებენ მედიკამენტის მიღებებს შორის ხანგრძლივ ინტერვალს.
მკაცრად შეასრულეთ ექიმის მითითებები.
„რა უნდა იცოდეთ რობაქსისალ კომპუესტოს მიღებამდე“.
თირკმლის დაზიანების სიმძიმის შესაბამისად ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის რეჟიმს: 1 ტაბლეტი 6-8 საათში ერთხელ.
ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში დაუშვებელია 6 ტაბლეტზე მეტის მიღება დღე-ღამის განმავლობაში.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
მედიკამენტი მიიღება ორალურად.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის მიღება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
თუ მიგაჩნიათ, რომ რობაქსისალ კომპუესტოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რობაქსისალ კომპუესტოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
რობაქსისალ კომპუესტოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფის ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, რათა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად რობაქსისალ კომპუესტოსაც ახასიათებს გვერდით ეფექტები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი რექციების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს:
ალერგიული რეაქციები, როგორ შედარებით მარტივად გამოხატული კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების სახით, ასევე შედარებით მწვავე რეაქციები როგორიც არის ანაფილაქსიური რეაქცია ან ანგიოშეშუპება (გამონაყარი, ქავილი, კიდურების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს) ან მწვავე რეაქციები კანზე.
სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერის სიყვითლე), რაც ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს.
ცხელებითა და ტკივილით მიმდინარე ინფექციის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის ცვლილებაზე მიუთითებდეს, რაც აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.
კრუნჩხვები ან გონების დაკარგვა (სინკოპე).
შემდეგი გვერდითი ეფექები შესაძლოა გამოვლინდეს იშვიათად ( 1000 პაციენტიდან 1 პაციენტში).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფაეს ფარმა
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
პარაცეტამოლი+მეთოკარბამოლი
დოზა
380მგ+300მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი