საერთაშორისო დასახელება - glucosamine, chondroitin sulfate კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: გლუკოზამინის სულფატი- 500 მგ ქონდროიტინის სულფატი- 400 მგ მეთილსულფონილმეთანი- 375 მგ ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ქონდროპროტექტორული, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალება.
ჩვენებები: ქონდროქსილის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს: • ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი. პოლიართრიტი. • ოსტეოქონდროზი. • ოსტეოართროზი - პირველადი და მეორადი, სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ შორის კოქსართროზი, გონართროზი, წვრილისახსრების ართროზი. • ტრავმული დიზოსტოზი. • სპონდილოზი • პერიართრიტი. • გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრულიდარღვევა. • პარადონტოპათია. • ფიბრომიალგია. • კანის, თმების და ფრჩხილების დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზირება: ქონდროქსილი ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში. მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. ქონდროქსილის დანიშვნა რეკომენდებული არაა ბავშვთა ასაკში, ვინაიდან არ არსებობს კვლევების მონაცემები ამ ასაკში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ქონდროქსილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ქონდროქსილის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსებობს.