შეიცავს 100მგ ეტოფენამატს და 10მგ ბენზილ ნიკოტინატს.
ჩვენებები: ძვალ-კუნთოვანი სისტემის რბილი ქსოვილების ხანგრძლივად მიმდინარე რევმატიული დაავადებები კუნთების რევმატიზმი კუნთის გამაგრება გაყინული მხრით (მხრის სახსრის პერიართრიტი) ლუმბაგო, ზურგის ტკივილი საჯდომი ნერვის ტკივილი რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადება სახსრების ირგვლივ (ტენდინიტი, ბურსიტი) დაავადებები, რომლებიც განვითარებულია ზურგის ძვლების ან სახსრების დატვირთვით ან ეროზიით (სპონდილოზი, ოსტეოართრიტი, სახსრების კალციფიკაცია)
დოზირება: თქვენი ექიმი გეტყვით ეტოთემის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ, დაიცავით შემდეგი ინსტრუქციები. დაიტანეთ თხილის ზომის ეტოთემი კრემი მტკივნეულ ადგილზე, დღეში 3-4-ჯერ.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ ეტოთემი შემდეგი მდგომარეობების დროს თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ეტოფენამატის, ფლუფენამის მჟავას, ბენზილ ნიკოტინატის, ეტოთემის რომელიმე ინგრედიემტის ან სხვა ანალგეზიური ან რევმატული პრეპარატების მიმართ (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები). იმყოფებით ორსულობის გვიან პერიოდში (6 თვის შემდეგ) ბავშვს ძუძუთი კვებავთ ხართ 18 წლამდე ასაკის
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ასევე არ გამოიყენოთ ეტოთემი ორსულობის 6 თვის შემდეგ. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნელივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ლაქტაცია ნებისმიერიპრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ეტოთემი ლაქტაციის პერიოდში. არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით, სარგებელი აღემატება რისკს.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25რC.