1 ტაბლეტი 2 /ან 3 - ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გადაყლაპვა საჭიროა მთლიანად. დაღეჭვა არ შეიძლება.
ჩვენებები:
თავის ტკივილები, სტომატოლოგიური დაავადებებისას არსებული ტკივილები, დისმენორეა, სპორტული და სამგზავრო ტრავმები, რევმატიზმი, ართრიტი, ლუმბაგო, ბურსიტი, იშიალგია, სხვადახვა ეტიოლოგიის ტემპერატურის მომატება.
უკუჩვენებები:
დიკლოფენაკ ნატრიუმის და მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. უცნობი ეთიოლოგიის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა, კოაგულაციის დარღვევა. კუჭის და /ან დუოდენალური წყლული. ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. ცერებრული ჰემორაგიები, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სხვა მწვავე სისხლდენები. ბავშვები და 15 წლამდე მოზარდები.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას, 25C-მდე.