საშუალო და მაღალი ინტენსივობის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობა იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პერორალური გამოყენება მიზანშეუწონელია, მაგალითად, პოსტოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის და წელის ან ზურგის ტკივილის დროს. მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები. რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ ინტერვალით 8-12 სთ. საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი დოზა შეჰყავთ 6 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ. პრეპარატი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის, ამიტომ ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში (არა უმეტეს 2 დღისა). თუ შესაძლებელია, პაციენტები გადაჰყავთ ანალგეტიკების პერორალურ გამოყენებაზე. გვერდითი რეაქციების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო უმოკლესი დროის განმავლობაში. საშუალო ან მძიმე ხარისხის პოსტოპერაციული ტკივილის დროს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენებების მიხედვით იმავე რეკომენდებული დოზებით ოპიოიდურ ანალგეტიკებთან ერთად.
უკუჩვენება: - მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის, ნებისმიერი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ; - თუ მსგავსი მოქმედების ნივთიერებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასს ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის შეტევების განვითარებას აპროვოცირებს ან ცხვირის პოლიპების, ჭინჭრის ციების ან ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას იწვევს; - წყლულოვანი დაავადების აქტიური ფაზა ან სისხლდენა, მათზე ეჭვის არსებობა ან მორეციდივე წყლულოვანი დაავადება ან ანამნეზში სისხლდენის არსებობა (წყლულის ან სისხლდენის არანაკლებ ორი დადასტურებული ფაქტი) ან ქრონიკული დისპეფსია; - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან მიდრეკილება სისხლდენებისადმი; - კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია აასს-ით თერაპიასთან; - კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; - ბრონქული ასთმა ანამნეზში; - გულის მძიმე უკმარისობა; - თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.