ამბენეს საინექციო ხსნარი გამოიყენება ტკივილებისა და ანთების დროს სიმპტომატური მკურნალობისათვის
აქტიური ნივთიერება: ფენილბუტაზონი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. 2 მლ ამპულა საინექციო ხსნარით შეიცავს 400 მგ ფენილბუტაზონის ნატრიუმს, 4 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოიყენება ტკივილებისა და ანთების დროს სიმპტომატური მკურნალობისათვის შემდეგ შემთხვევებში: ბეხტერევის დაავადების მწვავე შეტევისას, ქრონიკული პოლიართრიტის მწვავე შეტევისას, პოდაგრის შეტევა. ამბენეს საინექციო ფორმის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება შიგნით მიღება, ან მათმა მიღებამ ვერ მოახდინა საკმარისი ეფექტის მიღწევა.
ბეხტერევის დაავადების, რევმატიული ართრიტის და პოდაგრის მწვავე შეტევის მკურნალობის დაწყებისას მიიღება 1 ამპულა. 1 ამპულის შემადგენლობა ნელ-ნელა და ღრმად შეიყვანება შპრიცით კუნთში. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი გაღიზიანებები, რასაც იწვევს მედიკამენტის მაღალკონცენტრირებული ხსნარი, ინექცია უნდა გაკეთდეს სათუთად და ყურადღებით, რომ ნემსი არ მოხვდეს სისხლძარღვს, შემცველობა შეიყვანება ძალიან ნელა (!), რომ თავიდან იქნას აცილებული ქსოვილის დაზიანება და ტკივილი შეყვანისას. ინექცია კეთდება მწოლიარე პაციენტზე და აუცილებლად კუნთში. ჭარბი წონის პაციენტებისათვის გამოიყენება გრძელი შპრიცი. ინექცია არ უნდა მოხვდეს ნერვზე ან ნერვის ახლოს. თუ ინექციისას ვლინდება ძლიერი ტკივილი ან იმ ადგილას შეგრძნების დაკარგვა მაშინვე უნდა შეწყდეს ინექციის გაკეთება. ინექციის გაკეთება კუნთის წინა ნაწილში იძლევა იმის გარანტიას, რომ შპრიცი არ მოხვდება ნერვში ან ნერვის სიახლოვეს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო კუნთის ქვედა მხარეს გაკეთებისას. მწვავე შეტევისას ამბენე კეთდება მხოლოდ ერთხელ, მკურნალობა გრძელდება შემდგომში ტაბლეტებით ან სანთლებით.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა, რაც ხანდახან იწვევს სიკვდილიანობას, უფრო მეტად ვლინდება მოხუც პაციენტაბში, აგრეთვე მახასიათებელია ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, სისხლდენა, შეკრულობა, საჭმლის მონელების გართულება, მუცლის ტკივილი, შავი ფერის განავალი, სისხლიანი ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, კოლიტისა და კრონის დაავადებები. შეშუპება, მაღალი წნევა და გულის კუნთის სისუსტე. მიოკარდიუმის ინფარქტი, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი. მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული წყლული, გრიპისმაგვარი გართულებები, ძლიერი დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა. ამგვარი სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატის მიღება სასწრაფოდ უნდა იქნეს შეწყვეტილი და უნდა მიემართოს ექიმს. ამბენეს გამოყენებამ შესაძლოა გაართულოს და გაახანგრძლივოს ნებისმიერი სისხლდენა. ასევე შესაძლოა განვითარდეს თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ფილტვების შეშუპება, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, პანკრეასის ფუნქციის მოშლა, სანერწყვე ჯირკვალის ანთება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭ-ნაწლავის წყლული. შარდის გამოყოფის შემცირება; ორგანიზმში სითხის დაგროვება, უმეტესად წვივის არეში, რაც არ გამოიდევნება დიურეტიკების საშუალებით, ახასიათებს საერთო სისუსტე. ინექციისას შეცდომით ცხიმოვან ადგილას მოხვედრისას ვლინდება ცხიმოვანი ქსოვილების ნეკროზი. გართულებული კანის რეაქციები, როგორიცაა კანზე წითელი გამონაყარი და ბუშტუკების წარმოქმნა. ფარისებრი ჯირკვალის შეშუპება. თუ ამბენეს გამოყენებისას თავს იჩენს ინფექციის ნიშნები დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს არტერიული წნევის აწევა და სისხლის მიმოქცევის გადატვირთვა. მომატებული მგრძნობელობა, როგორიცაა გამონაყარი კანზე და კანის ქავილი. ალერგიული რეაქციები, რომლის დამახასიათებელი სიმპტომებია სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გართულება, გულის რითმის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის ძლიერი დარღვევა, მდგომარეობა შეიძლება გართულდეს შოკამდე, რაც შესაძლებელია სახიფათო აღმოჩნდეს სიცოცხლისათვის. ღვიძლის ფერმენტების მომატება, სიყვითლე, ღვიძლის ანთება. გაღიზიანება, აგზნება, უძილობა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ფენილბუტაზონის მიმართ, ან პირაზოლონის ნაერთების ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა ელემენტების მიმართ; წარსულში აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას პაციენტს აღენიშნებოდა ასთმური შეტევა, ან ახასიათებდა ისეთი რეაქციები, როგორიცაა ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, რეაქცია კანზე. გაურკვეველი მიზეზით სისხლის წარმოქმნის და შედედების დარღვევებისას. თუ პაციენტს ამჟამად აღენიშნება ან წარსულში ჰქონდა კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა. გადატანილი კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორაცია, რაც დაკავშირებული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან. თავის ტვინში სისხლჩაქცევა ან სხვა სახის აქტიური სიხლდენა, მიდრეკილება სისხლდენებისადმი, თირკმლის ან ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია; გულის მანკი, ორსულობა ან ძუძუთი კვება, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
უკუნაჩვენებია ორსულებსა და მეძუძურებში.
რადგან ამბენეს საინექციო ფორმის გამოყენება იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, არ უნდა მოხდეს აღნიშნულ შემთხვევაში მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.